საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89757

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე, მდივანი – დავით ნახუცრიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი, ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გიორგი გვაზავა, კონსტანტინე მესხი, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ილიკო იმერლიშვილსა და ვანო ფარესიშვილს ნაძალადევში თავს დაესხა პოლიცია. ყაჩაღებმა ცეცხლი გაუხსნეს, მოკლეს ბოქაული და მისი თანაშემწე, 14 კაცი კი დაჭრეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ანარქისტების პარტიამ თავის წევრებს დაავალა, თავს დასხმოდნენ მატარებელს, რომელსაც მილიონი მანეთი გადაჰქონდა. მძარცველები შეიპყრეს, მათ შორის ეფემ კუჩუკიც.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს, დიაკვან არჩილ იოსებიძის მკვლელობის შემდეგ, ილიკო იმერლიშვილმა თბილისი დატოვა და დუშეთის მაზრის ტყეებში წითელ პარტიზანებს შეუერთდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს მძარცველები ზაქრო ტურუკიანცი, ილიკო იორდანეს ძე იმერლიშვილი და სხვ. თავს დაესხნენ თბილისის საბაჟოს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ეფემ კუჩუკი სადგურ კარაიაზში საფოსტო მატარებელზე თავდასხმისთვის სასჯელის მოლოდინში მეტეხის ციხეში იჯდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ ლენინს აცნობეს, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განსამტკიცებლად აუცილებელი იყო, რომ წითელი არმიის ორგანოები არ ჩარეულიყვნენ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის საქმიანობაში.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ სოფრომ მგალობლიშვილს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს მღვდელ გურგენიძეს ეფემ კუჩუკმა ეგზარქოს ნიკონის მოსაკლავად 500 მანეთი მოსთხოვა. კუჩუკს ამ საქმეში ზაქრო ტურუკიანციც უნდა დახმარებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

ყვირილის ხაზინის ერთ-ერთმა მძარცველმა არსენ ქარსიძემ დაკითხვაზე პოლიციას უამბო, რომ 1905 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა ავტოკეფალისტების პარტია, რომელიც საქართველოს ეკლესიის რუსულისგან გამოყოფას მოითხოვდა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტის ღამეს სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე, დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. შეიპყრეს, ტყვეებს თავზე გაფისული ტილოები ჩამოაცვეს, შეკოჭილები ურემზე შეყარეს და რუსეთში წაიყვანეს.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ოვანეს თუმანიანს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ვაჟა-ფშაველას ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკო ლომოურის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 მაისს მძარცველებმა ზაქრო ტურუკიანცმა და ილიკო იმერლიშვილმა, თბილისის საბაჟოზე თავდასხმის დროს მოკლეს საბაჟოს მმართევლი და კიდევ სამი ადამიანი.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს ილიკო იმერლიშვილი დიაკვან არჩილ იოსებიძეს დახვდა და ღალატისთვის თავი მოაჭრა, მოჭრილი თავი კი ფოსტით სასამართლოში გაგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ნაძალადევში პოლიციის თავდასხმის დროს მოკლული დამნაშავის ამოსაცნობად მისულმა ილიკო იმერლიშვილის ოჯახმა იცრუა და მოკლული იმერლიშვილად გამოაცხადა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ შალვა დადიანს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ გერონტი ქიქოძეს სამუშაო პირობებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაუნიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 29 მარტს ვლადიმერ ლენინის მიერ სერგო ორჯონიკიძესთან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მეთერთმეტე არმია აზერბაიჯანში უნდა დაბრუნებულიყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 1-ელი დეკემბრიდან საბჭოთა ხელისუფლებამ იროდიონ ევდოშვილის ოჯახს მუდმივი სახელმწიფო დახმარება დაუნიშნა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 29 მაისს თბილისის საბაჟოს მძარცველებიდან 3 კაცს დარაჯები დაეწივნენ და მოკლეს, მოკლულთა შორის იყო ზაქრო ტურუკიანციც.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სასულიერო აკადემიის ყოფილი მოსწავლე ეფემ კუჩუკი ანარქისტების პარტიის წევრი იყო.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაიქცნენ პატიმრები, მათ შორის ზაქრო ტურუკიანციც.