რეგისტრირებული ფაქტები81814
სორტირება თარიღი კლებადობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ აუხსნა საზოგადოებას, რომ საგანგებოდ კრების მოწვევა გამოიწვია იმ წლის 15 მაისს მთავარი გამგეობისგან მიღებულმა წერილმა, სადაც ეწერა, რომ ზუგდიდის განყოფილების იმ წლის 2 მარტის საზოგადო კრება უკანონოდ იქნა ცნობილი და საჭირო იყო კრების ხელახლა მოწვევა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს საღამოს 6 საათზე დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მდივანი ეკატერინე კედია და წევრები: ივანე ჯაფარიძე, ესმა ფაღავა, მარუსია გოგოხია, ილარიონ კახაძე, ლევან ჩიჩუა, თეოდოსია კობახიძე, აკაკი ადამია, აპოლონ ჯიქია, იასონ მუჯირი, ნინა მუჯირისა, ფარნაოზ ფიჩხაია, ალექსანდრე გაბუნია, იუსტინა კობახიძისა, ნიკო ბერიძე, მართა ჟორდანია, გრიგორი რეიკინი, გიორგი ხერხეულიძე, მათე ფიფია, ნესტორ დავითაია და ანასტასია შუშანია.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 21 მაისს საღამოს 6 საათზე დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის მიხედვით, კრება შემდგარად ჩაითვალა, რადგან მას დაესწრო საერთო წევრთა მეოთხედზე მეტი. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მდივანი ეკატერინე კედია და წევრები: ივანე ჯაფარიძე, ესმა ფაღავა, მარუსია გოგოხია, ილარიონ კახაძე, ლევან ჩიჩუა, თეოდოსია კობახიძე, აკაკი ადამია, აპოლონ ჯიქია, იასონ მუჯირი, ნინა მუჯირისა, ფარნაოზ ფიჩხაია, ალექსანდრე გაბუნია, იუსტინა კობახიძისა, ნიკო ბერიძე, მართა ჟორდანია, გრიგორი რეიკინი, გიორგი ხერხეულიძე, მათე ფიფია, ნესტორ დავითაია და ანასტასია შუშანია.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ალექსანდრე ლუკას ძე ჟორდანია, გიორგი პეტრეს ძე კეკელიძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ბაგრატ სიმონის ძე ვირსალაძე, მიხეილ ანდრიას ძე ანდღულაძე და ივანე ნიკოლოზის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 20 მაისს ეკატერინე ქაიხოსროს ასული გარდაფხაძე, თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე და ელენე ეფრემის ასული ვირსალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ელენე ეფრემის ასული ვირსალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაია, ანასტასია ბეჟანის ასული ჯანდიერი და ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 20 მაისს სოფიო გაბრიელის ასული რატიშვილი, ლევან იასონის ძე ნათაძე და რაჟდენ იოსების ძე სანიკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს დესპინე გიორგის ასული სიდავა, რაჟდენ იოსების ძე ცალქალამანიძე და ვარლამ იასონის ძე ჩიქოვანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ანასტასია ბეჟანის ასული ჯანდიერი, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი, ლევან იასონის ძე ნათაძე და იონა ივანეს ძე სურმავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 20 მაისს გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილის, ლევან იასონის ძე ნათაძისა და ბაგრატ სიმონის ძე ვირსალაძის მოწვევით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების დამფუძნებელი კრება.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს გაბრიელ ადამის ძე ადამაშვილი, ანა ივანეს ასული ზედგინიძე და ივანე ნიკოლოზის ძე ზედგინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ლუარსაბ გერასიმეს ძე ნადირაძე, ალექსანდრე ყარამანის ძე კვიტაშვილი და დიმიტრი თომას ძე ხოშტარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 20 მაისს ვალენტინ დიმიტრის ძე ჩინჩალაძე, გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი და ვასილ გრიგოლის ძე ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 15 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ უკანონოდ სცნო ზუგდიდის განყოფილების 2 მარტს გამართული საზოგადო კრება იქ მომხდარი რიგი დარღვევების გამო. ამიტომ ამ კრებაზე გამოტანილი დადგენილებებიც გაუქმებულად უნდა ჩათვლილიყო. მთავარმა გამგეობამ მოუწოდა ზუგდიდელებს, მოეწვიათ ახალი კრება, სადაც ხელახლა იმსჯელებდნენ იმ საკითხებზე, რაც 2 მარტის კრებაზე განიხილეს. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობა დატოვა ანდრია პატარაიამ, რომელიც სამსახურის გამო დაბა ხობში გადაიყვანეს.
1913
ტიპი: ნასამართლეობა
1913 წლის 12 მაისს პროფესორი გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე წერეთელი, შალვა ბერიძე, არჩილ ამირეჯიბი, სიკო ბრაგვაძე, კლიმენტი იოსელიანი, ვასილ ვარაზაშვილი და სამსონ კიკაბიძე არჩილ ჯორჯაძის სახელობის ჯგუფის ხელმძღვანელთა კრების დროს დააპატიმრეს.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 10 მაისს ალექსანდრე ვასიკოს ძე სანადირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 10 მაისს ევსევი ლუკას ძე ავალიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის (ქუთაისის მაზრა) განყოფილების დასაარსებლად წინასწარი კრება გაიმართა. კრებას საზოგადოების წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა. კრებას ევსევი ლუკას ძე ავალიანი თავმჯდომარეობდა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 10 მაისს ბიქტორ სპირიდონის ძე აბრამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების ხაზინადარი გახდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილება 1913 წელს დაარსდა. განყოფილებას 30 წევრი ჰყავდა. განყოფილებას ევსევი ლუკას ძე ავალიანი თავმჯდომარეობდა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 10 მაისს ილია სპირიდონის ძე ლორთქიფანიძე და დომენტი ალექსანდრეს ძე ნიკოლეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.