რეგისტრირებული ფაქტები89572
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მაისს ავლაბრის თეატრში იოსებ ჟივიძის რეჟისორობითა და მონაწილეობით „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მაისს ბაქოში სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში წარმოადგინეს „ოთხი იმერელი“, რომელშიც ევტიხ თალაკვაძე მონაწილეობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 მაისს მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 7 მაისს დუშეთის დრამატულმა წრემ წარმოადგინა „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ ს. ბერიშვილის, ვ. სიდამონიძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების მიერ გამართულ საღამოზე წარმოადგინეს დავით მესხის „მოფურჩხულია“ ზაქრო ურუშაძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიხაურის განყოფილების მიერ გამართულ საღამოზე წარმოადგინეს შალვა დადიანის 3-მოქმედებიანი დრამა „ბატონი და ყმა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ვლადიმერ გიორგაძე, ან. შილაკაძე, მიხეილ სამსონის ძე საბაშვილი, ზაქრო ურუშაძე, კ. ჩხატარაიშვილი, ჭელიძე (2) და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 მაისს სოფელ ველისციხის საზოგადოების წარმომადგენლობითმა კრებამ, რომელსაც ბაგრატ ტერ-კაზარიანცი თავმჯდომარეობდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას სოფელში აკაკის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნა სთხოვა. სამკითხველოსთვის ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს უნდა ეხელმძღვანელა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში თბილისის დრამატული დასის მსახიობთა ამხანაგობას უნდა წარმოედგინა შექსპირის „ჰამლეტი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ანასტასია აბაშიძე, ეფემია მესხი, ანა შოთაძე, ვასო აბაშიძე, ზაქარია გომელაური, გედევან გედევანოვი, იუზა ზარდალიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, პლატონ კორიშელი, მიხეილ სარაული, ალექსანდრე შანშიაშვილი და ა. შ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ჰამლეტი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ჰამლეტი“ იუზა ზარდალიშვილის, ანასტასია აბაშიძის, ეფემია მესხის, ვასილ აბაშიძის, გედევან გედევანოვის, ალექსანდრე იმედაშვილის, ზაქარია გომელაურის და მიხეილ ჭიაურელის მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 მაისს არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა ხარფუხში სცენის მშენებლობა დაიწყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: ლევან ჭაჭიაშვილი, ევგენი ბარამიძე, არჩილ ვლადიმერის ძე მაჭავარიანი, მარიამ ნესტორის ასული კედიასი და ალექსანდრე ასლანგერის ძე კედია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 3 მაისს ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: გიორგი პეტრეს ძე პატარაია, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, კატო ბერიძისა და ალექსანდრე ჩიტოს ძე ჩიქავა.

