რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იაგორ პოღოსას ძე თემუროვს ელიზავეტპოლში, ჩაილუს ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ოლგა დიმიტრის ასულ ჩიჯავაძეს ნავთლუღში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა ბაღითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ანა ზაქარიას ასულ მამინოვისა და აბგარ და გაბრიელ სტეფანეს ძე მამინოვების გორში, სახელმწიფო ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს გიორგი სოლომონის ძე ბებუთოვსა და მარიამ და ნინო სოლომონის ასულ ბებუთოვებს თბილისში, ფრანგების სასაფლაოს აღმართზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ანდრიას ძე კახიძის გორში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სალომე გიორგის ასულ ედიგაროვსა და ნიკოლოზ, ვასილ და კონსტანტინე სოლომონის ძე ედიგაროვებს თბილისში, პატარა პოლიციის ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი სიმონის ძე ჩუტკერაშვილის გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაგორ პოღოსას ძე თემუროვის ელიზავეტპოლში, ჩაილუს ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა ზაქარიას ასულ მამინოვსა და აბგარ და გაბრიელ სტეფანეს ძე მამინოვებს გორში, სახელმწიფო ქუჩაზე, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ივანე ანდრიას ძე კახიძეს გორში, არტილერიის ყაზარმასთან, ქვითკირის ერთსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო იოსების ასულ გულიშამბაროვისა და სიმონ, სტეფანე, რუბენ და ვასილ იოსების ძე გულიშამბაროვების გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ბაგრატის ასულ პროტოპოპოვისას გორში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მარიამ ბაგრატის ასულ პროტოპოპოვისას გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე მარტიროსის ასულ ენფიანჯიანცისას თბილისში, აბანოების ქუჩაზე, ქვითკირის სამსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის პატარა ნაკვეთით.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფანე ნიკოლაევი, სტეფანე სილიავინი და ანდრია სობოლევი გამომძიებლის განკარგულებით საპყრობილეში ჩასვეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაგორ ბატურინს მარიამ ღოღობერიძის სახლის გაქურდვის ბრალდებით ეძებდნენ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო იოსების ასულ გულიშამბაროვსა და სიმონ, სტეფანე, რუბენ და ვასილ იოსების ძე გულიშამბაროვებს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს დიმიტრი სიმონის ძე ჩუტკერაშვილს გორში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე მარტიროსის ასულ ენფიანჯიანცისას თბილისში, აბანოების ქუჩაზე, მდებარე ქვითკირის სამსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს დ. კილაძემ 22 ქართული წიგნი შესწირა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ესტატე თარხან-მოურავი თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამსახურიდან თავისი სურვილით გაათავისუფლეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მაისს გომში გატეხეს იოსებ როსტომოვის დუქანი, საიდანაც წაიღეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის მაისში იოსებ როსტომოვს, რომელიც გომში, დუქანში ვაჭრობდა ჰქონდა ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს განიხილავდნენ მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისას საკასაციო საჩივარს თბილისის სასამართლო პალატის 1919 წლის 29 აპრილის (6 მაისის) დადგენილ გადაწყვეტილებაზე: „მარიამ ეგნატეს ასული კარაჯევისას ივანე იაგორის ძე კარაჯევთან 38 000 მანეთის თაობაზე სარჩელის შესახებ“.