რეგისტრირებული ფაქტები92310
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 30 იანვრის გაზეთ „ცნობის ფურცლიდან“ ირკვევა, რომ თბილისის გამგეობამ ვარლამ ჩერქეზიშვილს დაავალა შეემუშავებინა პროექტი ქალაქში წყლის მილების გამრავლებასთან დაკავშირებით.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რკინიგზის მუშა მიხეილ სოლომონაშვილი მატარებლის ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასს უძღვებოდნენ: ი. ვ. სტაროვსკაია, ტ. ი. ტერ-სტეპანოვა, ლ. ლ. ტრუსკოვსკი და ანა ი. ტულაევა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით სოფიო და ელენე ხერხეულიძეები, ანნა რატიშვილისა და ბარბარე ანდრიას ასული ავალოვისა ნათესავებსა და ნაცნობებს აუწყებენ ნიკოლოზ ანდრიას ძე ხერხეულიძის გარდაცვალებას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვარს კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა და მიხეილ ლერმონტოვის ოთხმოქმედებიან დრამას „მასკარადს“ წარმოადგენდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 26 იანვარს ბაევიმ საბაჟოს თანამშრომლებთან ერთად სასახლის ქუჩისა და სარაჯოვის ქარვასლის მაღაზიები შეამოწმა. ისინი ამოწმებდნენ ყველა იმ მაღაზიას, სადაც ევროპის, რუსეთისა და სპარსეთის პროდუქტი იყიდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დიმიტრი პეტრეს ძე ფურცელაძის მიერ სიღნაღის მაზრის სოფელ შუამთაში გათხრების შედეგად აღმოჩენილ ლუკას სახარების დასაწყისში ყოფილა ხატი, რომელიც ამოგლეჯილი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძის ბენეფისზე გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხათაბალას“ წარმოადგენდნენ: კოტე სიმონის ძე მესხი, ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, კ. მ. მაქსიმიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 1-ელ იანვარს მ. ლეონიძე თავის ბენეფისზე კოტე სიმონის ძე მესხთან ერთად ილია ჭავჭავაძის თხზულებას „დედა და შვილს“ წარმოადგენდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც დედა, იულია ივანეს ასული ბარათოვა, ძმა, ზაქარია დავითის ძე ბარათოვი და დები, ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა (ბარათაშვილი), ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავითოვა, ნინა დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი ქმრებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნატალია დავითის ასული ავალოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით დაუჭერიათ არტაშეს სემიონის ძე დოშოიანცი, რომელიც ლისტოკში „Вечерние Телеграммы“ სისტემატურად აქვეყნებდა მცდარ ცნობებს სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენების შესახებ (მაგ. ცნობა მეცისა და სტრასბურის აღების შესახებ). ამით იგი იმედოვნებდა თავისი გამოცემის ტირაჟის გაზრდას.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნ. ვ. პერევერზევს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია ვლადიკავკაზის მეორე კაზაკთა პოლკის მედიკო-ტოპოგრაფიული აღწერილობა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ვ. ი. ბოგაჩევმა, ოდნოუსოვმა და იოსებ ათანასეს ძე გორალევიჩმა კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას გააცნეს თავიანთი მოსაზრებები ქლოროფორმიანი წყლის გამოყენების შესახებ პათოლოგიების საწინაამღდეგო პრეპარატების შენახვისათვის.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ექსკრემენტებში ქინაქინის არსებობის თაობაზე.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია ესენტუკის მინერალური წყლების ქიმიური ანალიზი.
1869
ტიპი: ავტორობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვეს ქიმიური ანალიზის შედეგად დაუდგენია შემდეგი: ესენტუკის ყველაზე წყალუხვი წყარო N17 მიეკუთვნებოდა გოგირდისა და ნატრიუმის მჟავის შემცველი წყლების ტიპს. ამიტომ რეკომენდირებული იყო მისი მოხმარება და არა წყლის აბაზანების მიღება.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვემ გამოიკვლია მდინარე მტკვრის წყლები. მისი თქმით, თოვლისა და წვიმის შემდეგ მტკვრის წყალში მუდმივად შეინიშნებოდა აზოტმჟავის ამიაკი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჰენრიხ ვასილის ძე სტრუვემ მტკვრის აუზის გარშემო ატმოსფერული ჰაერის ქიმიური შემადგენლობა დაადგინა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას ეპიზოოტიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ბ. მარეტის – განგრენის შესახებ რქოსან პირუტყვში, გ. დავიდოვიჩს – მუნის შესახებ ცხვრებში, გ. სკრუტკოვსკის – ქალაქ თბილისში ცხენებში გავრცელებული ოფას დაავადების მიზეზების შესახებ.

