რეგისტრირებული ფაქტები81840
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფონ კრუზე თბილისში 1890 წლის 1-ელ იანვრამდე სახელმწიფო სათავადაზნაურო ბანკის გახსნას აპირებდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 იანვარს დრამატულმა საზოგადოებამ ქართულ თეატრის წარმოდგენაზე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეები მიიწვია. წარმოდგენილი იქნებოდა აკაკი წერეთლის დრამა „თამარ-ცბიერი“.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მატვეევი ქუთაისის გუბერნიის მმართველობის მწერლის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის იანვარში სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების მოვლენანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 15 კაპიკად იყიდებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ზაქათლის რაიონის სამხარეო მოსამართლე ისააკ აბრაამის ძე ავშაროვი თბილისის მესამე რაიონში იმავე თანამდებობაზე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შულავერის სამხარეო ნაწილის გამგებელი გრიგოლ მიხეილის ძე სულიევი დაინიშნა იმავე თანამდებობაზე თბილისის მესამე განყოფილებაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ბოლოს უწმინდესი სინოდის სამოსწავლო კომიტეტმა პეტერბურგში განიხილა და მოიწონა საქართველოს საეგზარხოსოს სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში ლავრენტი მაჩიტაძის მიერ გამოცემული „არჩილიანი“.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე ბოგდანოვი ზაქათლის ოლქში ექიმად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვით ვაჭრობა პირველად პავლე მოსეშვილმა და გედევან ჩუბინიძემ დაიწყეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 18 იანვარს სტამბოლიდან გამოვიდა გემი „სამეგრელო“, რომლითაც მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვს მოასვენებდნენ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფედოროვი ქუთაისში ბუღალტრად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოსმა პალადიმ თბილისის სასულიერო სემინარიას 15 თუმანი შესწირა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს იოანე გრიგოლის ძე კაციტაძე ოზურგეთის საქალაქო სკოლის მასწავლებელი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 17 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ვალერიან გუნიას გამოსათხოვარი წარმოდგენები – „პოეტი და კოროლი“, „პირველი ბუზი“ და „ადვოკატთან“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მაისის გაზეთ „Русскй Курьеръ“-ს ცნობით, მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორი სოკოლოვი მთების მოძრაობის შესასწავლად კავკასიაში აპირებდა წასვლას.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 11 მაისს ავლაბარში დააკავეს ჯარისკაცი ტომჩიკი, რომელსაც გასაყიდად გამოტანილი ჰქონდა „ბერდანას“ თოფის ტყვიები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 აპრილს კავთისხევის მასწავლებელთა თაოსნობით აღნიშნეს სკოლის დაარსების 10 წლის იუბილე, რომელსაც დაესწრნენ სკოლის მოსწავლეებიც. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დავით ბარნაბიშვილი, ასევე სკოლის ყოფილი მოსწავლეები: მართა, ანნა და მაშო შაყულაშვილები, კოლა კანდელაკი, მარიამ მაღალაშვილი და შაქრო ცხვედაძე, რომელმაც ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ ისაუბრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში ვარლამ ჭილაძისა და ი. მურადოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ისტორიული პოემა „არჩილიანი“.