საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91154

1944

ტიპი: ავტორობა

1944 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი „ისტორიის მებრძოლი სული“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი ქართული მხატვრული პროზა სამამულო ომის დღეებში“.

1946

ტიპი: ავტორობა

1947 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი „1946 წლის ქართული ლიტერატურა“.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში და ჩაირიცხა პირველ მოსამზადებელ განყოფილებაში.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზია.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1928

ტიპი: განათლება

1928 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929-1930 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მსახურობდა წითელი არმიის ქართულ ნაწილებში პირველი ქართული მსროლელი ლეგიონის ერთწლიანთა ასეულის წითელარმიელ კურსანტად.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა პრაქტიკანტ სტატისტიკოსად „ცენტროსპირტის“ არყის ქარხანაში.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის კრიტიკული წერილი „საბჭოთა ეპოქის ქართველი მწერლები“.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა ეკონომისტ-მგეგმავად ცეკავშირში.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1936 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მეცნიერ თანამშრომელი საქართველოს რევოლუციურ მუზეუმში.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1941 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების მთარგმნელი იმელში.

1941

ტიპი: ავტორობა

1941-1942 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი მუშაობდა სამობილიზაციო პუნქტის გაგზავნის მაგიდის მუშაკად.

1944

ტიპი: თანამდებობა

1944-1946 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო გაზეთ „სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს უწყებების“ ქართული გამოცემის მთარგმნელი მოსკოვში.

1920

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ნახუცრიშვილი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1920 წელს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის პირველი მოთხრობა „თაგუნიას თავგადასავალი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის მოთხრობა „დაკარგული შვილები“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს ჟურნალ „ნაკადულში“ დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის ორი მოთხრობა: „პაპას ნაამბობი“ და „თამროს ოცნება“. ეს მოთხრობები ხელმოწერილია ფსევდონიმით ჰუგო ნარველი ან გუგა ნარველი.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს დაიბეჭდა გიორგი ნახუცრიშვილის პირველი ვრცელი მოთხრობა „მამამ გამომგზავნა“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს სახელგამმა გამოსცა გიორგი ნახუცრიშვილის მეორე ვრცელი მოთხრობა „სილვა ვასილევი“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ“ გამოსცა გიორგი ნახუცრიშვილის რომანი „მგელკაცა“.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „ნაცარქექია“, რომელიც დაიწერა დავით ნახუცრიშვილის პიესის „ნაცარქექია კიკილას“ საფუძველზე.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ლადო კეცხოველი“, რომელიც დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმავე წელს.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა პიესა „ცეცხლის ხაზზე“, რომელიც დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.