საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81860

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასულ ბახტაძეს ხონის ქალთა წრეში რეფერატი უნდა წაეკითხა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძის სტატია „მავნებელი ჩვეულება.“

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე სუმბათაშვილმა თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ სოსო ასლანიშვილმა ოდესაში გამართული ქართული საღამოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ გამოაქვეყნა სტატია ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. ბაირონიშვილმა პიესა „ბედის აჩრდილი“ დაწერა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ მიხეილ ბესარიონის ძე ესაკიამ ნ. ნიკოლაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი თბილისის თავად-აზნაურთა წინამძღოლის არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გურიის სამღვდელოებამ ოზურგეთში ექვსკლასიანი სასულიერო სასწავლებლის დაარსება გადაწყვიტა. გამგედ სიმონ გრიგოლის ძე თოთიბაძე უნდა დაენიშნათ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ კარპეზ იოსების ძე ბერიძემ დათიკო ჟღენტის თვითმკვლელობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში იაკობ გოგებაშვილის ფონდის დასახმარებლად 986. 2 მანეთი შეაგროვეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ მ. გ. ანჯაფარიძისამ ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართული საღამოს ანგარიში გამოაქვეყნა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 29 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში კავკასიის სოფლის მეურნეობის ინსპექტორი ი. კ. ვასილიევი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 დეკემბერს შალვა გოგებაშვილი კიევიდან იტყობინება, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 100 მანეთი, მაგრამ ბოლო სამ თვეს მაინც ვალებით გაიტანა თავი – ახლა იმედოვნებს, რომ გამგეობისგან მალე შეიტყობს ანდერძის დამტკიცების ამბავს და მისთვის ფულის თხოვნა აღარ დასჭირდება.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს არმავირის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, დახმარებოდნენ ფულით ან დაკლებული ფასებით გაეგზავნათ წიგნები. გამგეობამ არმავირის სკოლას უფასოდ გაუგზავნა წიგნები. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ორი სია წიგნების მეტ-ნაკლებობისა, რომელიც მაღაზიისა და საწყობის აღწერის დროს შეადგინეს და რომლის საფუძველზეც გამგეობამ მაღაზიისა და საწყობის რევიზია დაავალა შალვა მიქელაძეს, შიო დედაბრიშვილს, არჩილ ჯაჯანაშვილს და იპოლიტე ვართაგავას. ბუღალტერიის რევიზია დაევალათ ფილიპე გოგიჩაიშვილს და ფილიპე მგელაძეს, ხოლო კანცელარიის რევიზია დაავალეს ლუარსაბ ბოცვაძეს და ალექსანდრე მდივანს. მათ რევიზია უნდა დაესრულებინათ იანვარში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა სენაკის სკოლის შესახებ, რომლის საფუძველზე გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქუთაისისა და სენაკის სკოლის სამზრუველოებს ეკისრათ ვექილობა და აღეძრათ საჩივარი თავადი მინგრელსკის წინააღმდეგ, იმ ადგილის დასამტკიცებლად სადაც მდებარეობდა სენაკის ძველი სკოლა, ამასთანავე სამზრუველოებს არ ჰქონდათ უფლება, დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება და რაიმე სახის პირობა წაეყენებინათ მინგრელსკისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიების განაწილების შესახებ. გამგეობამ სტიპენდიების განაწილების საკითხი მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთოთხმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა მიქელაძე და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 დეკემბერს ქუთაისში ჭიჭიკო ვარდოსანიძის სავაჭროდან ნივთები და ფული მოიპარეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრამდე გ. დ. კაჭკაჭოვის მანუფაქტურის მაღაზიაში იაფი ვაჭრობა იყო დანიშნული.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ვლადიმერ გიორგის ძე გეგეჭკორის ლექსი „შობა“ გამოქვეყნდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა დაამტკიცა ზოტიკე და თომა ჩიქვილაძეების საქმე. ისინი პოლიტიკურ ნიადაგზე იყვნენ გასამართლებულნი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“იოსებ გრიშაშვილის „გამოსათხოვარი უსტარი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ცხადაძე ავადმყოფობის გამო პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.