რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აგვისტოს დეკანოზმა იროდიონ ოქროპირიძემ მეანდერძე ეკატერინე ორჯონიკიძის მაგივრად მოაწერა მის ანდერძზე ხელი. ოქროპირიძე აღმოჩნდა ერთდროულად ანდერძის გადამწერიც და მეანდერძის მაგივრად ანდერძზე ხელის მომწერიც, რაც კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის თანახმად დაუშვებელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე მალხაზის ასულმა ორჯონიკიძემ დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს სთხოვა თავისი ანდერძის შედგენა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ივანე ალექსანდრეს ძე ზუბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კიევის უნივერსიტეტის საექიმო ნაწილზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს გალაკტიონ ტაბიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნივერსიტეტში სწავლისთვის სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ყაზანის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლევან ნიკოლოზის ძე ლეონიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების სტუდენტმა, ელენე დავითის ასულმა გოგობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ 1915 წელს კრიტიკული მდგომარეობის გამო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭომ სტიპენდიატებს თანხის გაგზავნა შეუწყვიტა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ვასილ პავლეს ძე ყუშიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის ქართული გიმნაზიის კურსდამთავრებულმა, გრიგოლ ლეონტის ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტიპენდიის დასანიშნად საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ალექსანდრა თვალაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, ბესარიონ სვანიძისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 აგვისტოს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა, ვლადიმერ გედევანის ძე ლაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტიპენდიის დასანიშნად საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 8 აგვისტოს ხონის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იასონ პეტრეს ძე ქუთათელაძე გარდაიცვალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აგვისტოს გიორგი ილიას ძე კიკნაველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

