რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 12 ივლისს საბურთალოს თეატრის საზოგადო კრებაზე საპატიო წევრებად აირჩიეს მუშა-მხატვარი ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე და ქველმოქმედი იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 12 ივლისს საბურთალოს თეატრის საზოგადო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს დ. თოხაძე და ქორქაძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ივლისს ნ. შახნაზაროვის თავმჯდომარეობით საბურთალოს თეატრის გამგეობის საზოგადო კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 11 აპრილს ბაქოში, სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში, ქართული სამხატვრო-სალიტერატურო წრის თაოსნობით გამართულ აკაკის საღამოში მონაწილეობდნენ ვარლამ რუხაძე, ალფეს ცისკარიძე, ალექსანდრე ლანდია და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ივლისს მოსკოვის კომერციული უნივერსიტეტის სტუდენტმა, ლეონ ივანეს ძე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 7 ივლისს ალექსი ალექსიძის დაკრძალვას ესწრებოდნენ ეფემია მესხი და ვასილ აბაშიძე.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის 6 ივლისს ვაჟა-ფშაველა ექიმებმა ივანე გომართელმა, სპირიდონ ვირსალაძემ, ვლადიმერ მახვილაძემ, შალვა მიქელაძემ და გრიგოლ მუხაძემ გასინჯეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ივლისს ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ იტყობინება, რომ „ქრისტინეს“ ეკრანზე გადასაღებად კინემატოგრაფის ერთმა ცნობილმა ფირმამ მიმართა ალექსანდრე წუწუნავასა და ალექსანდრე ახმეტელს, რომელთაც ეს საქმე იკისრეს. მათ განუზრახავთ „ქრისტინეს“ სურათები ადგილობრივ გადაეღოთ (გურიასა და ტფილისში, ორთაჭალაში).
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 5 ივლისს, მგალობელ იოსებ გოძიაშვილის გარდაცვალების მე-40 დღეს, წმ. მარინეს ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თბილსის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს საზოგადოების თელავის განყოფილების თავადაზნაურობასთან შუამდგომლობის საბუთი გადაუგზავნია საადგილმამულო კომისიისთვის. შუამდგომლობა ეხებოდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსაწესრიგებლად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემას. დოკუმენტს ხელს აწერენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გ. ქურდიანი და მდივანი ა. ყიფშიძე.

