რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 16 ივნისს კონსტანტინე იაკობის ძე შხვაცაბაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სიღარიბის მოწმობა წარუდგინა და სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 16 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა, ტერენტი ეგნატეს ძე ყურაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას სტიპენდიის დასანიშნად საზოგადოების მთავარ გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 16 ივნისს მიხაილოვის საავადმყოფოს სულით ავადმყოფთა განყოფილების გამგემ, ნესტორ კახეთელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის, კონსტანტინე კახეთელიძისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 ივნისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას რეჟისორობით წარმოადგინეს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტასო აბაშიძემ, ეფემია მესხმა, კოტე ყიფიანმა და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 ივნისს კახის მოსახლე ნიკოლოზ ზაქარიას ძე ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სარაჯიშვილის ან ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 14 ივნისს მარტყოფში აკაკი წერეთლის ფონდის გასაძლიერებლად შაქრო გომელაურის მონაწილეობით „პატარა კახი“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ხარკოვის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტმა არჩილ იოსების ძე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს ლეონტი ნესტორის ძე რევიამ მოსკოვის ინსტიტუტის დასამთავრებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.

