რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილია ჭავჭავაძის სახლი, რომელიც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგებლობაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ დააზღვია 30 000 მანეთად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს დაიხურა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობა, დახურვის წინ ყრილობამ აირჩია საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: შაქრო ბეგიაშვილი, შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე, ივანე გიორგის ძე ციციშვილი, ალექსანდრე კუჩენბახი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი, ვ. ათანაშვილი, ალექსანდრე აბაშიძე, გ. ედიშერიძე, ვ. ბაკურაძე, გ. ქუმსიშვილი (კარატიელ?), ლ. ლიქოკელი, კ. სვიმონიშვილი, ტამელინი, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარაშვილი, ალექსანდრე აბრამის ძე მაჩაბლიშვილი, მოლა-ყარა-მუსა-ოღლი, ავარამაზ მემედ ალიოზ-ოღლი, შ. ღვინიაშვილი, ჰაჯი-ყერამინ-აჯი ვალი ოღლი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პოლიევქტოს კალანდაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრ. გუგუნავა დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ატატო ბებურიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბ. მირიმანიანის სამუსიკო იარაღების ცენტრალურ საწყობში იყიდებოდა ფორტეპიანოები, როიალები, სიმებიანი საკრავები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ვასილ ბეჟანეიშვილისა და ილია ბახტაძის წიგნის მაღაზიებში ქართული ენის რვეულების დიდი რაოდენობით შეძენის მსურველებს საფასურს გაუიაფებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3555.32 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბის დარბაზში ქეთევან ანდრონიკაშვილის დახმარებით წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 დეკემბერს ა. ვახვახიშვილმა და ი. ზურაბაშვილმა თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.