რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებამ საზოგადოების მთავარ გამგეობას სტუდენტ გიორგი ილიას ძე მიქელაძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 ივნისს სახალხო სახლში ნიკო კავსაძის ხელმძღვანელობით სანდრო კავსაძის კონცერტი გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 3 ივნისს სახალხო სახლში მომღერალ ნიკოლოზ კავსაძის კონცერტი გაიმართა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივნისში ა. ბაბუნაშვილი პეტროგრადის პოლიტექნიკუმთან არსებული ქართული სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ ივნისს მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, დავით იაკობის ძე მებუკემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გამგედ ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია აირჩიეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გეჯეთის ბიბლიოთეკის გამგე იყო ბახვა კონსტანტინეს ძე ჯავახია.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში იუზა ზარდალიშვილი და ანა შოთაძე ხაშურის დრამატულმა წრემ ერთი თვით მიიწვია.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივნისში არფისტი თამარ აბაშიძე რამდენიმე დღით პეტროგრადიდან თბილისში ჩამოვიდა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის ივნისში მსახიობ ნიკოლოზ გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში თბილისში ჩამოყალიბდა ახალი ეროვნული სიმღერის გუნდი, რომლის ხელმძღვანელებიც სანდრო კავსაძემ შეარჩია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ივნისში გორსა და თბილისში წარმოდგენების გასამართად შეიქმნა დამსახურებულ ქართველ მსახიობთა ამხანაგობა, რომლის წევრებიც იყვნენ: ვალერიან გუნია, ვასილ აბაშიძე, კოტე ყიფიანი და სხვ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში მსახიობი ალექსანდრე იმედაშვილი ზესტაფონში მიიწვიეს წარმოდგენაში „უპატიოსნონი არ იბადებიან“ მონაწილეობის მისაღებად.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის ივნისში ხარფუხის კლუბმა აჭარლების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მსახიობები ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია და სხვ. მიიწვია.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის ივნისში ქართველ ქალთა სასწავლებლის სამზრუნველო საბჭოს წევრებად აირჩიეს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანისა, ეკატერინე ერისთავისა, ნინო ქობულაშვილისა და ა. ა. დაფქვიაშვილი.

