რეგისტრირებული ფაქტები87917
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაესწრო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას დაესწრო კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1917 წლის 1-ელ სექტემბრამდე ალექსანდრა გიორგის ასული აბაზაძე კუზანის ივანოვის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა, 1917 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი – ფრანგული ენის მასწავლებლად ლანჩხუთის ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ მაჩაბელის კარდანახში მდებარე 2 დესეტინასა და 1990 კვადრატულ საჟენ ვენახს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი მარტიდან მთავარმართებლის განკარგულებით რუსიევი თელავის მაზრის სამმართველოს რეგისტრატორად გადაიყვანეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ივანეს ასულ მაჩაბელს კარდანახში 2 დესეტინა და 1990 კვადრატული საჟენი ვენახი ჰქონდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილს რუისპირსა და იყალთოში ერთი დესეტინა და 210 კვადრატული საჟენი ვენახები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო სიმონის ასულ მაყაშვილის რუისპირსა და იყალთოში მდებარე ერთ დესეტინასა და 210 კვადრატულ საჟენ ვენახებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეიუბ-სალა-ოღლის ოლღა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლღა თევდორეს ასულ წინამძღვრიშვილის მოკვლაში ბრალდებულ ეიუბ-სალა-ოღლის მელიქ-ადამოვი იცავდა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნინა იაგორის ასულ ბებურო-ვაჩნაძეს კარდანახში 4 დესეტინა და 330 კვადრატული საჟენი ვენახი, ბაღი და საძოვრები ჰქონდა.

