საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89553

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლას (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) 43 მოსწავლე ჰყავდა. მათგან I კლასში 22 ბავშვი იყო, II-ში – 10, III-ში – 4 და IV-ში – 8.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს განსვენებული იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევი თანხა 17 009 მანეთსა და 78 კაპიკს შეადგენდა. ანდერძის თანახმად, სახელმძღვანელო წიგნების ყოველწლიური შემოსავლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მშობლიურ სოფ. ვარიანში პირველდაწყებითი სამაგალითო სკოლა უნდა დაეარსებინა.(დაარსდა 1914 წელს).

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მღვდელი მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე ივანეს ძე კეზელი პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს აგრაფინა ლაზარეს ასული ბახტაძე იყო ოდესის უმაღლესი ქალთა კურსების მეოთხე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს კონსტანტინე ვასილის ძე აკოფოვი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა.

1915

ტიპი: განათლება

თევდორე ნიკოლოზის ძე ნაცვლიშვილმა დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დანიელ ივანეს ძე ოდიშარია იყო კიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე გიორგის ძე თითბერიძე სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს არჩილ მეტრეველი მიუნხენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკური განყოფილების სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს შალვა გიორგის ძე შათირიშვილი იყო კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების მესამე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს დიმიტრი ვასილის ძე ბარნაბიშვილი იყო პეტროგრადის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს სილიბისტრო გიორგის ძე ლომია იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის ქართულ-სომხური განყოფილების მეორე კურსის სტუდენტი.