რეგისტრირებული ფაქტები91154
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 6 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს ისტორიული დრამა „სამშობლო“ ნინო დავითაშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, ვალერიან გუნიას, იოსებ ივანიძის, იოსებ ჟივიძის, იუზა ზარდალიშვილის, დავით მგალობლიშვილის, ალექსანდრე შანშიაშვილის, ნიკა ციციშვილის, პავლე ფრანგიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს სამკითხველოს დასაარსებლად სიღნაღის მაზრის სოფ. ველისციხეში საზოგადოებრივი კრება გაიმართა, რომელსაც 39 კაცი ესწრებოდა. კრების თავმჯდომარედ დაასახელეს შალვა ხატიაშვილი, ხოლო მდივნად – გიორგი წინამძღვრიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის განყოფილების კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 39 კაცი, აღიარა სამკითხველოს დაარსების აუცილებლობა და გუბერნატორისგან ნებართვის აღება ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს სთხოვა. სამკითხველოს შესანახად საწევრო გადასახადი წლიურად 1 მანეთი დაადგინეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 აპრილს სოსო მაჭავარიანი, მართა ბერიაშვილი და მარიამ მირიანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 აპრილს მღვდელი – ივანე ხატიაშვილი, გ. ა. წინამძღვრიშვილი და გიორგი კალანტაროვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის 5 აპრილს ბაგრატ ტერ-კაზარიანცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებასთან არსებულმა მგალობელთა გუნდმა ნიკო სულხანიშვილის ხელმძღვანელობით კონცერტი გამართა.

