რეგისტრირებული ფაქტები82144
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქმეყნებული ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სახალხო სკოლების მასწავლებლები ჯამაგირს დროულად ვერ იღებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაბეჭდილი ვ. მამინაიშვილის წერილის მიხედვით, გურიის სამრევლო სკოლები და მათი მასწავლებლები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბერს ქუთაისში ქალთა წრის კრებაზე ელენე ბახტაძემ წაიკითხა რეფერატი „ქალთა მოძრაობა დასავლეთ ევროპაში“.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 9 ნოემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ ე. გუგუნავას საქმე განიხილა. მას ოლქის სასამართლოსგან ხუთი წლით ციხე ჰქონდა მისჯილი. პალატამ ის გაამართლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამერვე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. ის ასევე მეოთხე განყოფილებისათვის სასწავლო წიგნების გაგზავნას ითხოვდა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ბორჯომის ხეობაში მყოფი ძველი მონასტრის განმაახლებელმა მღვდელ-მონაზონმა პახოვმა, რომ გაეგზავნათ მისთვის წიგნები და სასწავლო ნივთები სოფელ ტიმოთესუბანში წერა-კითხვის გასავრცელებლად. გამგეობამ მათ 5 მანეთის წიგნები და სასწავლო ნივთები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ნადია ქუთათელაძისამ და გიორგი დიდიძემ თითო მანეთი შესწირეს, იასონ ყიფიანმა – 2 მან., სევერიანე ლორთქიფანიძემ – 25 მან., სანდრო ლორთქიფანიძემ – 5, ნესტორ ერისთავმა – 3 მან., ნიკო გრიგოლიამ – მანეთ-ნახევარი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა გორის ქალთა სახელოსნო სკოლის გამგე ელენე თარხნიშვილმა, რომ გაეგზავნათ 165 მანეთის წიგნები ფასდაკლებით სკოლის ბიბლიოთეკისთვის. გამგეობამ გორის განყოფილებას გაუგზავნა წერილობითი თხოვნა, რომ მთავარი გამგეობისთვის გამოეგზავნათ ცნობა გორის სკოლის შესახებ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა საგურამოს სკოლის პედაგოგის არისტოკლე რამინიშვილის მამამ, მღვდელმა დომენტიმ, რომ თავისი შვილის ავადმყოფობის გამო საჭირო იყო სკოლაში გამოეგზავნათ შემცვლელი მასწავლებელი. გამგეობამ ცნობა განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ, ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის განცხადებით, სექტემბერში უსახსრობის გამო ბიბლიოთეკა დროებით დაკეტეს, ახლა კი გახსნას ვერ ახერხებენ და გამგეობას წიგნების გატანას სთხოვენ. გამგეობამ დაადგინა: ბიბლიოთეკიდან წიგნები გამოეტანათ და დაკეტილად გამოეცხადებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს იროდიონ ხოსიტაშვილის თხოვნა, რომ 4 თვის განმავლობაში გაეწიათ დახმარება აკაკის სალიტერატურო ფონდიდან. გამგეობამ ი. ხოსიტაშვილს დახმარების სახით გადასცა 10 თუმანი და დაადგინა, რომ მომავალ წელს გადაეცათ 7.50 თუმანი, რაზედაც საზოგადოების წევრმა ფილიპე მგელაძემ თანხმობა არ განუცხადა გამგეობას.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა საიდანაც ვიგებთ, რომ არისტოკლე რამინიშვილის მამა იყო მღვდელი დომენტი რამინიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნინო უტურაშვილმა, რომ დაენიშნათ მისთვის სტიპენდია რათა ესწავლა ვიშნი-ვოლოჩოკის ხალიჩების დახატვის საქსოვ სკოლაში. გამგეობამ შიდამრეწველობის კომიტეტს დაავალა წინა წლების მიხედვით გადაეცათ სტიპენდია ნ. უტურაშვილისათვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ძმები ზუბალაშვილებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ. ღოღობერიძის სტიპენდია სარგის კაკაბაძეს დაენიშნა, მაგრამ მას არ უსარგებლია სტიპენდიით, ამიტომ სტიპენდია თავისუფლად ითვლებოდა. მოხსენების საფუძველზე გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინათ თავისუფალი სტიპენდიების არსებობის შესახებ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დიმიტრი ჩიგოგიძეს სოფლის მამასახლისის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ დოღონაძეს ქუთაისის საოლქო სასამართლომ რვა წლის კატორღა მიუსაჯა. იგი ქუთაისიდან რუსეთის საკატორღო სატუსაღოში უნდა გაეგზავნათ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა 70 წლის დიმიტრი ჩიგოგიძის საქმე დაამტკიცა. მას რვა წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.