საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძე სალიტერატურო ფონდის პენსიას ორი წლის განმავლობაში იღებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჩოხატაურში მხოლოდ ერთი ექიმი, მელიტონ არეშიძე იყო, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა. რაიონში 3-4 ექიმი მაინც იყო საჭირო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლანჩხუთში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამოს გამართვა გადაწყვიტეს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ალექსი დავითის ძე ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 1-ლი ნოემბრიდან თეოფანე ბახტაძე ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებლის თანაშემწედ დანიშნეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში მიქიაშვილი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ნოემბერში ვატაცი ნამესტნიკის თანაშემწე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისში გამართული ბამბის მრეწველთა კრება ნამესტნიკის თანაშემწემ, ვატაციმ გახსნა და მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბრის გაზეთ „რეჩში“ ქართველი დეპუტატის, ვარლამ ლევანის ძე გელოვანის სურათი იყო დაბეჭდილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ი. ვასილიევი თბილისში გამარათულ ბამბის მრეწველთა კრებას დაესწრო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის ნოემბერში ე. ნ. ხეჩინოვისა ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს ქუთაისში ილია ჩიქოვანის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებაზე 1913 წლის ხარჯთაღრიცხვის პროექტი განიხილეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქუთაისში გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებას ილია მანუჩარის ძე ჩიქოვანი თავმჯდომარეობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ნინო ჩხეიძე ორ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში მიიწვიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქუთაისში ილია ჩიქოვანის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის ფინანსური კომისიის კრებაზე საგუბერნიო და საქალაქო საქმეთა საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, უნდა შეეფასებინათ ქალაქის უძრავი ქონება.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ნოემბერში პეტერბურგიდან საქართველოში მატარებლით მომავალი ალექსანდრე სამსონის ძე აბაშიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში ოლქის სასამართლომ დათიკო ღულაძეს სამწლინახევრით ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ნოემბერში ლიუბა პავლეს ასული გუნცაძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ეკატერინე ბახტაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში ქუთაისის დრამატულმა დასმა იუმორისტულ საღამოზე დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარმოადგინა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ პეტრე ემუხვარის საქმე დაამტკიცა. მას ათი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში სენატმა გიორგი ანთელავას საქმე დაამტკიცა. ღირსების ახდის თაობაზე განაჩენი მეფისთვის უნდა წარედგინათ ხელმოსაწერად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ნოემბერში მიხეილ კაკულიამ ირკუტსკის გუბერნიიდან მოიწერა, რომ პოლიტიკური მიზეზით გადასახლებულებს მატერიალურად ძალიან უჭირდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქურდმა, რომელიც ივანე ქერქაძის დუქანში აპირებდა შესვლას, კოსტა ქერქაძე მუხლში დაჭრა.