რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარაიაზის ბოქაული იყო ნაცვლიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თეატრის ანტრეპრიზა დრამატული წარმოდგენების გამართვას წყვეტდა და მომავალში მხოლოდ ოპერის წარმოდგენებს გამართავდა. ანტერეპრენიორი ბ. ფითოევი განკარგულების აღსრულებას შეუდგა და ახალი დასის შესაქმნელად მოემზადა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის თეატრის ანტრეპრენიორი იყო ბ. ფითოევი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ოქტომბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ შვიდი წლის შემდეგ პირველად წარმოადგინა ბარბარე დავითის ასულის ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვიპოვე!“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვაჟა-ფშაველას მიერ რედაქტორისთვის მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ეთნოგრაფიული წერილი „ფშავლები“ თარგმნა დავით კეზელმა (სოსლანმა) და „Новое Обозрьение-ში“ დაბეჭდა. მისი აზრით, წერილი არასწორი შინაარსით იყო თარგმნილი და რედაქტორს ყურადღება უნდა მიექცია ამისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართული დრამატული დასის არტისტ დავით მერაბის ძე გამყრელიძეს (აწყურელს) უნდა გაემართა კონცერტი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ბარსიმ ავალოვი დანიშნეს გორის მაზრის გამგეობის თარჯიმნად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი პეტერბურგიდან საქართველოში წამოვიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმირ იაკოვლევი იყო ქუთაისის ოლქის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომელი. იგი თავისი თხოვნით დაითხოვეს სამსახურიდან.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ ბარანოვი იყო ლენქორანის მაზრის გამგეობის საქმეების გამგე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, თავად-აზნაურთა საზოგადოების მინდობილობა გულისხმობდა, რომ ყველა მაზრას შეედგინა სახელდობრივი სია, ვის რამდენი თანხა ჰქონდა გამოყოფილი სასწავლებლების მოსაწყობად. მაზრებმა შეასრულეს მინდობილობის პირობები.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ გუბერნიის მარშალთან წარდგენილი იყო მაზრების მიერ შედგენილი სია, თუ ვის რამდენი თანხა ჰქონდა გამოყოფილი სკოლების მოსაწყობად, თუმცა არავინ იცოდა რა ეტაპზე იყო სკოლებისთვის ფულის შეგროვების საქმე, რაზეც თავად ძალიან წუხდა.