რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 5 ოქტომბერს ბაქოს დრამატულმა დასმა ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი ფულდის „ჩერჩეტი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 ოქტომბერს არტისტთა საზოგადოებრივ თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის „სიმახინჯე“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ოქტომბერს არტისტთა თეატრში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით პიესა „მსხვერპლი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა მოსკოვიდან მისწერა ალი არსენიშვილს, რომ აკაკი წერეთელი მას სტუმრად ეწვია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ექიმმა გიორგი ნათიშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ ოქტომბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „ცხოვრების გარეშე“. რეჟისორი იყო კოსტანტინე შათირიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ვექილმა სამსონ გელოვანმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში გრიგოლ გოლოვენსკიმ და გრიგოლ დიდენკომ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 20-20 კაპიკი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას პარესა და გიგო ქურდიანებმა 100 მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში კამარლოდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ანა და ივანე ზედგინიძეებმა 130 მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ნინო და დარიკო ნიკიტინებმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში გიორგი და მიხეილ საბახტარიშვილებმა ფოთიდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 150 მანეთის ხის მასალა შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში მზარეულმა ლევან არჩვაძემ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში მზარეულებმა თ. სვანმა, სიმონ ხორხაძემ და დ. ენუქიძემ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას თითო მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ივანე ესტატეს მჭედლიშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ალ. თევ. ბელინსკიმ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ვაჭარმა ალ. ბადინოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ივანე საათაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 3 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში დიმიტრი იოსების ძე მელაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ექიმმა ილია იოსების ძე ანდრონიკაშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 10 მანეთი შესწირა და განაცხადა, რომ თეატრის აშენებამდე ყოველთვიურად მანეთს გაიღებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ჯარში გაწვეულმა ჯარისკაცებმა – ვ. თავბერიძემ, მ. რუსიძემ, კ. ჩხენკელმა, გ. ტორაძემ და სხვ. – გადაწყვიტეს, შინ დაბრუნებამდე ხელფასის მეექვსედი, 3. 97 მანეთი, ყოველთვიურად ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიისთვის გამოეგზავნათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის პედაგოგმა კონსტანტინე გაგუამ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიის სასარგებლოდ წაიკითხა სახალხო ლექცია – „სიცოცხლის აზრის ძიება არჩილ ჯორჯაძის ნაწარმოებში“.

