რეგისტრირებული ფაქტები92302
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 მაისს გიორგი ბეჟანის ძე ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ალექსანდრე ტატიშვილისთვის სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 19 მაისს წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 მაისს ბაქოს მესამე გიმნაზიის კურსდამთავრებულმა გიორგი ილიას ძე მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17-25 მაისს გუმბრსა და ყარსში ივანე სარაჯიშვილის მონაწილეობით კონცერტები უნდა გამართულიყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში ალიოზ შიხინოვის ხელმძღვანელობით კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „ბაგრატ IV” ვასილ აბაშიძის, ანეტა ქიქოძის, იუზა ზარდალიშვილის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „რუსთაველი“ ნინო ჩხეიძის, ვალერიან გუნიას და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 და 31 მაისს ბაღდათში შალვა ჯაფარიძის ორგანიზებით გაიმართა წარმოდგენები: „დასჯილი“, „სიძე-სიმამრი“ და „ტიმოთეს ლეღვი“.

