რეგისტრირებული ფაქტები89518
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 21 დეკემბერს ნაძალადევის სცენისმოყვარეთა წრემ სვიმონ გოგოლაშვილის რეჟისორობით შილერის ხუთმოქმედებიანი დრამა „ყაჩაღები“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე ანდრია ღულაძე, დიმიტრი დუმბაძე, ესტატე ავალიშვილი და სხვ. საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე თევდორე კიკვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ნინო რცხილაძე და არჩილ ჯაჯანაშვილი საზოგადოების წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე ნინო ნაკაშიძე, პოლიევქტო კიკალიშვილი, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, გიორგი ცინცაძე, ვახტანგ მუსხელიშვილი და სხვ. საზოგადოების წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებაზე გ. ნ. ყაზბეგი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, იოსებ გიორგობიანი და სხვ. საზოგადოების წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის სცენისმოყვარეებს სერგო პეპანოვის რეჟისორობით ივანე გიგოშვილის ხუთმოქმედებიანი დრამა „შურისძიება“ უნდა წარმოედგინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარო მდივანის ბენეფისი უნდა გამართულიყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს მუსულმანთა აუდიტორიაში ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ ივანე გოგიშვილს უნდა წარმოედგინა თავისი პიესა „შურისძიება“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ვანო გიგოშვილის პიესა „შურისძიება“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 დეკემბერს ნოქართა კლუბში ინტერნაციონალური საღამო გაიმართა. ვასილ აბაშიძის რეჟისორობით წარმოადგინეს სამი ერთმოქმედებიანი პიესა ქართულ („რაც არ მერგება, არ შემერგება), რუსულ და სომხურ ენებზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 დეკემბერს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით თბილისის ქართული დრამატული დასის ამხანაგობამ პიესა „გაწყვეტილი სიმი“ წარმოადგინა.

