საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87845

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის საპასუხო წერილი „სიმართლის დამსამარებელს“ გრიგოლ რობაქიძის კრიტიკაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კიტა აბაშიძის მისალოცი სიტყვა, წარმოთქმული სცენის მოღვაწეთა I ყრილობაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის ეტიუდი „პირველი ცრემლი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „სახალხო სახლი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 ივლისს სიღნაღში იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით გაიმართა კომედიური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ ვიქტორელი და იოსებ გრიშაშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა რაფიელ ალექსანდრეს ძე ჯიბლაძის წერილი „ნასწავლი შვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „საქართველო“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის დასახმარებლად ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „ორი გმირი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 4 ივლისს ოზურგეთის თეატრში გიორგი ქუჩიშვილის, ნოე ჩხიკვაძის, გალაკტიონ ტაბიძის, პოლიევქტოს ირეთელის, მარგარიტა წულუკიძისა და სხვ. მონაწილეობით ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო, მაგრამ მონაწილეთა ნაწილის დაუსწრებლობის გამო საღამო არ შედგა.

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 3 ივლისს იან კარლოსის ძე გვიაზდოვსკის საშუალო სკოლის გერმანული ენის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სვიმონ ფაშალიშვილი ქიზიყში სალიტერატურო საღამოებს მართავდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი ფოცხოველი წერდა რომანს „თავის ქალა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მუშათა მომღერალ-მგალობელთა გუნდს მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტები ჰქონდა დაგეგმილი გორში, ცხინვალში, ბორჯომში, წაღვერში, ბაკურიანში, ჭიათურაში, საჩხერეში და სხვ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში მსახიობი ვიქტორ მატარაძე სამკურნალოდ ბორჯომში წავიდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილს მაჩხაანსა და სიღნაღში დაგეგმილი ჰქონდა სალიტერატურო საღამოების, რომლებშიც მის გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ აკაკი წერეთელი, ბაბილინა კურდღელაშვილი და სხვ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ივლისში დავით სიმონის ძე მესხი ავად იყო და ჭიათურის საავადმყოფოში იწვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში გიორგი თუმანიშვილმა სათეატრო მუზეუმს რუსულ ენაზე დაწერილი თავის თხზულებათა 3 კრებული შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სიღნაღისა და თელავის მაზრებში იოსებ გრიშაშვილისა და იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით წარმოდგენები გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მირიან ბურჭულაძემ სათეატრო მუზეუმს ხონის 1911 წლის საზაფხულო სეზონის 9 აფიშა და 1 პროგრამა აჩუქა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში დავით აკოფაშვილი და მ. ღვინიაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მსახიობი ნინო დავითაშვილი სპარსეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილმა სასკოლო სიმღერებისა და სავარჯიშო ჰანგების კრებული გამოსცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში ქიზიყში ადგილობრივმა გავლენიანმა პირებმა სვიმონ ფაშალიშვილს სალიტერატურო საღამოს გამართვა დაუშალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მიხეილ კავსაძემ და ძუკუ ლოლუამ წაღვერში კონცერტები გამართეს.