რეგისტრირებული ფაქტები92282
სორტირება თარიღი კლებადობით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, ილია გოგიას გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 თებერვალს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის მასწავლებლის, მეთოდე კაკაბაძის გაკვეთილს დაესწრო და მისი მუშაობა დადებითად შეაფასა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში წარმოადგინეს „კრეჩინსკის ქორწინება“ იუზა ზარდალიშვილისა და ანა შოთიძის მონაწილეობით.
1915
ტიპი: გარდაცვალება
სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის თეატრში ანა შოთაძის, იუზა ზარდალიშვილის, დ. ძნელაძის, დ. სხალაძის და სხვ. მონაწილეობით ვოდევილი „ვაი ყობოს“ წარმოადგინეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ალაგირის ქართული სკოლის დარბაზში დაჭრილ მეომართა დასახმარებლად სამსონ სოლომონის ძე მეტრეველის, ნ. ლობჟანიძის, ალ. ხიდაშელისა და სხვ. მონაწილეობით ქართულ ენაზე წარმოადგინეს „მოულოდნელი შემთხვევა“, რუსულ ენაზე – „ორი მშიერი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკო გოცირიძის მონაწილეობით სამმოქმედებიანი კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

