რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის პირველ ივნისს ვასილ ქოჩიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველ ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებაში გამართულ კრებაზე ლევან მამულაიშვილმა და ილია აგლაძემ ქართულ სკოლაში სწავლების ახლებური სტილის შემუშავება მოითხოვეს. მათი თქმით, სკოლა კურსდამთავრებულებს გიმნაზიასა და რეალურ სასწავლებელში მოსახვედრად ცუდად ამზადებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში ალაგირის ქართული სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ნატალია ლობჟანიძემ, სერგო იოსების ძე ჭეიშვილმა და ოქრო ლობჟანიძემ მსახიობ ვიქტორ მატარაძის დასახმარებლად ათ-ათი შაური გაიღეს.
1914
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1914 წლის ივნისში კოტე მარჯანიშვილს რეჟისორ სუხდოლსკისთან უთანხმოება მოუვიდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ივნისში სომხურმა დრამატულმა საზოგადოებამ დასში მიიწვია მაისურიანი, პავლე არაქსიანი, ჰოვანეს არტემის ძე აბელიანი, ავეტიანი, არაქსიანი და ვაჰრამ ფაფაზიანი.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის ივნისში ხარკოვის ციხეში გარდაიცვალა პოლიტიკური პატიმარი მელიტონ გობეჩია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ალექსანდრე ძოწენიძემ ქართველ ფარმაცევტთა მიერ შეწირული თანხა გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: მ. არაზოვმა, ალ. ძოწენიძემ, ონ. ახვლედიანმა, ალ. მეძმარიაშვილმა, გრ. მგალობლიშვილმა, ს. ნადარეიშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ფარმაცევტმა გვანცელაძემ 3 მანეთი შესწირა, ხოლო ფარმაცევტმა რ. ანდრონიკაშვილმა – 2 მანეთი.

