რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ ზუგდიდში, ლეონიდეს სახლში, ბიბლიოთეკის გახსნას არავითარი უმაღლესი სანქცია არ ესაჭიროებოდა. საკმარისი იყო ზუგდიდელების მხრიდან გუბერნატორის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას აუწყა, რომ ზუგდიდელების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ეპისკოპოსი ლეონიდე ცოცხალი იყო, ბიბლიოთეკისთვის მისი სახელის მინიჭებას მთავრობის ნებართვა დასჭირდებოდა, ყოვლად უსაფუძვლო იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას გაუგზავნა დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნასთან დაკავშირებული მიწერ-მოწერის ქაღალდები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ურჩია, აეხსნა გუბერნატორისთვის დაბა ზუგდიდში გასახსნელი ბიბლიოთეკისთვის ლეონიდეს სახელის მინიჭების მიზეზი. კერძოდ, ის რომ, ლეონიდემ შესწირა ბიბლიოთეკას 100 მანეთი. თუმცა, ბურჯანაძის აზრით, ზუგდიდელებს ეს საკითხი ლეონიდესთანაც უნდა შეეთანხმებინათ, თანახმა იყო თუ არა ის. ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკაში სავარაუდოდ უფრო მეტად სასულიერო შინაარსის წიგნები უნდა ყოფილიყო, რაც ნაკლებად შეეფერებოდა სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს. მაშინ, ბურჯანაძის აზრით, აჯობებდა ბიბლიოთეკისთვის იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის ან ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭებინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას აუწყა, რომ ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციამ სოფ. მახოს სკოლის მასწავლებელ აპოლონ ფანცულაიას მაჰმადიანი ქართველებისთვის 80 „დედა ენა“ გაუგზავნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებზე გამგე-კომიტეტის წევრებად აირჩიეს: გრიგოლ მაღალაშვილი, პლატონ გვერდწითელი, კონსტანტინე მაყაშვილი, გ. ი. მაჩაბელი და დავით ჯორჯაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა მიმართა შემდეგი კითხვებით: საწევრო 99 მანეთის წარდგენის შემდეგ რამდენ ხანში მიიღებდნენ ცხინვალელები განყოფილების გახსნის ნებართვას? განყოფილების გახსნისთანავე ამოქმედდებოდა თუ არა სამკითხველო, ანუ გამოუწერდნენ თუ არა განყოფილებას გაზეთებს საზოგადოების ხარჯზე? განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით ხომ არ იქნებოდა დაბრკოლება საზოგადოების ან მთავრობის მხრიდან? გამგეობას ამ კითხვებზე რაც შეიძლებოდა სწარაფად უნდა გაეცა პასუხი , რადგან ცხინვალის მაცხოვრებლებს განყოფილების გახსნა ზაფხულის სეზონისთვის სურდათ.

