რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მაისს პოლიტექნიკუმის მთავარი შენობის საძირკვლის ჩაყრის ზეიმზე ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვმა „პირველი ქვისთვის“ სასწავლებელს 100 000 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისის ბოლოს ვალერიან გუნიას მეთაურობით შექმნილმა ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ პროვინციებში წარმოადგინა „ქეთევან წამებული“ და „ოჯახის დაქცევა“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში სახალხო სახლში სოსო რამიშვილის სცენაზე მოღვაწეობის 10 წლის იუბილე გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად თითო მანეთი შეკრიბეს ვალერიან გუნიამ, ვასო აბაშიძემ, ალექსანდრე იმედაშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად თითო მანეთი მიიტანეს მარო მდივანმა, ტასო აბაშიძემ, იუზა ზარდალიშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად ათ-ათი შაური მიიტანეს ანა შოთაძემ, ივანე ბარველმა, ვ. მელანიშვილმა, ნიკა ციციშვილმა, ილია მამფორიამ, ბეგლარ ბეგლარიძემ და ელისაბედ ჩერქეზიშვილმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავად მყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად ნიკოლოზ გოცირიძემ ორი მანეთი მიიტანა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნიკო ჩაგუნავამ და ნატალია ჯავახიშვილმა – მანეთ-მანეთი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მისში იოსებ ივანიძემ ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას 3 მანეთი გადასცა დესპინე ივანიძისთვის გასაგზავნად.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის მაისში ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, კოტე მესხი კუკიის სასაფლაოზე დაეკრძალათ, კუბო ყვავილებით შეემკოთ და დაკრძალვის ხარჯებიც დაეფარათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ალიოზ შიხინოვმა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას კოტე მესხის საფლავზე დასადგმელი ძეგლის ფონდის შესაქმნელად 25 მანეთი გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში კოტე მესხის გარდაცვალების გამო იროდიონ ევდოშვილის საიუბილეო საღამო 22 მაისისთვის გადაიდო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ბათუმიდან თბილისში წარმოდგენების გასამართად ჩამოვიდნენ რეჟისორი შალვა დადიანი, მუსიკოსი დიმიტრი არაყიშვილი და მომღერალი სანდრო აბაშელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში გიორგი ალექსანდრეს ძე ჯაბადარი ქართული თეატრის ისტორიის დასაწერად მასალებს აგროვებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ვენეროლოგი გიორგი ფარნაოზის ძე ნათიშვილი პაციენტებს მონუმენტის ქუჩა №5-ში იღებდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის მაისში ქუთაისის დასმა მომავალი სეზონისთვის სათამაშოდ მიიწვია დავით მგალობლიშვილი და გიორგი არადელ-იშხნელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 აპრილს ავლაბრის კლუბში გ. ტერ-დავითიანცის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენა გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 29 აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

