რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი კლებადობით
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პროფესორ სურგულაძის თხოვნით პოლონეთში მყოფი ქართველი პარტიზანების შესახებ ინფორმაციისთვის ვარშავაში ანტონ სანოიცას მიმართა.
1972
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში, ციცი ბუქურაული გაიცნო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა მეუღლესთან ერთად 3 თვით საქართველოში ჩამოსვლის ნებართვა მიიღო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში მიიღო რევაზ ბარამიძის ახალი წიგნი „ქართული საისტორიო პროზა“.
1972
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1972 წელს, საქართველოში ყოფნისას, მიხეილ კვალიაშვილი მეუღლესთან ერთად ესტუმრა შალვა ამირანაშვილს, რომელმაც თავისი წიგნი „საქართველოს ხელოვნება“ აჩუქა ავტოგრაფით.
1972
ტიპი: თანამდებობა
1972-1985 წლებში ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე საქართველოს სსრ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1972
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1972 წელს ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს რსფსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
1971
ტიპი: გარდაცვალება
ალიო მირცხულავა გარდაიცვალა 1971 წლის 16 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წლის 11 მაისს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანში ლევან გოთუას „მითრიდატეს“ I ტომი მიიღო.
1971
ტიპი: თანამდებობა
1971-1984 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე მოსკოვის კ. სტანისლავსკის სახელობის მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერი იყო.
1971
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1971 წელს პოზნანში მიხეილ კვალიაშვილის პენსია ხელფასიანად თვეში 2300+575 ზლოტი იყო, ამას ემატებოდა ვირტუტი მილიტარის ორდენის 500 ზლოტი.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წლამდე მიხეილ კვალიაშვილს პარიზიდან პოზნანში მოსდიოდა ჟურნალი „ბედი ქართლისა“ და უნივერსიტეტის წიგნსაცავის ქართული კულტურის განყოფილებას აბარებდა.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წელს სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1971
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1971 წელს იუნკრები გიორგი მრელაშვილი, ვიტალი უგრეხელიძე და ზაქარია ცერცვაძე ინგლისში ცხოვრობდნენ.