რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლის მასწავლებელი გიორგი მიქაბერიძე სკოლის გამგედ დანიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის მიერ ნაანდერძევი ქონების ჩაბარების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სარგის კაკაბაძისგან გამგეობამ შეიძინა 300 „ვეფხისტყაოსანი“ თითო 55 კაპიკად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის სკოლის გამგედ არჩეული სავლე იოსების ძე აბულაძე სამხედრო ბეგრის მოსახდელად გაიწვიეს, რის გამოც მან თანამდებობაზე უარი განაცხადა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 12 აგვისტოს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი ომში დაჭრილთა დამხმარე ცენტრალური კომიტეტის წარმომადგენლად დანიშნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 12 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის განყოფილების გამგეობის მოხსენება ადგილობრივი სკოლის შესახებ.

