საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89518

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 19 ივნისს ბანკის შენობაში ჩატარებულ სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე კრების წევრებმა თბილისის ქალთა სკოლის დირექტორებს ფინანსურ დახმარებაზე უარი უთხრეს. ამ ფაქტს გამოეხმაურა 1905 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილი და ქალთა განათლების მიმართ კრების წევრებისა და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება დაგმო.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 19 ივნისს ბანკის შენობაში გამართულ სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე ეკატერინე გაბაშვილმა კრების თავმჯდომარეს წერილი გადასცა და ქალთა სკოლების დახმარება სთხოვა. კრებამ მისი თხოვნა არ განიხილა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „რწყილმა აქლემი შვა“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 3 ნოემბის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „ბეჩავის სიყვარული“ დასკვნითი ნაწილი დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 2 ნოემბის გაზეთ „ივერიაში“ ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის „ბეჩავის სიყვარული“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრო შავერდოვმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 2 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრო ნამორაძემ და მიხეილ ქავთარაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მაყაშვილმა და ილია ნიჟარაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3-3 მანეთი შესწირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილიკო მუსხელიშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მრევლიშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ხოსიტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 5 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციას გუმბრიდან ილია ხოსტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლისთვის 34 მანეთის შემოწირულობა გამოუგზავნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ გიგაური სასულიერო პირი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიიღეს რაჟდენ გიგაურის თხზულების „ცხოვრება, შრომა და მიცვალება წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა ოთხთა მოციქულთა და მახარებელთა: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანნე ღვთისმეტყველისა“ 300 ეგზემპლარი.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. ლოლუა თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჟდენ ღვამიჩაძე თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაშვილი თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხუციშვილი თბილისის საკომერციო სკოლაში სწავლობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 ოქტომბერს წიგნის მაღაზიის მსახური პეტრე გლადიშევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სთხოვს ფინანსურ დახმარებას მამის გარდაცვალების გამო. წინა პრეზიდიუმის დადგენილების თანახმად, გლადიშევს აღებული ჰქონდა 30 000 მანეთი დახმარების სახით და 150 000 მანეთი – თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ პრეზიდიუმის გადაწყვეტილება დაამტკიცა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაქარია გიორგის ძე მაყაშვილს მარიამჯვარში 165 დესეტინა და 1850 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია გიორგის ძე მაყაშვილის მარიამჯვარში მდებარე 165 დესეტინასა და 1850 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილს მატანსა და მარელისში 424 დესეტინა და 800 კვადრატული საჟენი ტყე ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილის მატანსა და მარელისში მდებარე 424 დესეტინასა და 800 კვადრატულ საჟენ ტყეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძეს სოხუმის ოლქში 90 დესეტინა ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძის სოხუმის ოლქში მდებარე 90 დესეტინა ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.