რეგისტრირებული ფაქტები87845
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრებამ დაბა ზუგდიდში მომავალი სექტემბრისთვის ქართული სკოლის გახსნის საქმე მიანდო განყოფილების გამგეობას და დამხმარედ მიუჩინა ორი ახალი წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის მდივანი სოკრატე კეშილავა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წარადგინეს წევრობის მსურველთა სია. კრებამ წევრებად აირჩია: გრიგოლ შანავა, პავლე მიხეილის ძე შელია, ჰუსეინ დურსუნ აღა შირინ-ოღლი, გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანი და ვლადიმერ მოსეს ძე ცინდავა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი სისწორე დაამტკიცა განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტის ასლი განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა მთავარ გამგეობას.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოჩამჩირის განყოფილების მდივანმა, ბიქტორ გიორგის ძე ჟორჟოლიანმა, საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა შემოსავალ-გასავლის წიგნი, სამოქმედო გეგმა და თხოვნა ოჩამჩირეში ქართული სკოლის გახსნის თაობაზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობისთვის 1914 წლის 16 მარტს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მაჩხაანის ფილიალის 1913 წლის შემოსავალი 403 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 377 მანეთსა და 88 კაპიკს, მონარჩენი თანხა (25 მან.,67კაპ.) წიგნების საწყობში იყო დაბანდებული (ხელს აწერენ: თავმჯდომარე,მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია).
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 მარტს სახალხო თეატრის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა რუსეთში გაემგზავრა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარის, ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენება 570 მანეთის განაღდების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ ნაძალადევის სამკითხველოს 20 მანეთის წიგნები გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ საგარეჯოს სამკითხველოს საზოგადოების მაღაზიიდან 10 მანეთის წიგნები გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს რკინიგზის მსახურმა გრიგოლ კელენჯერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი ძმის, გაბრიელ კელენჯერიძის სწავლის გადასახადისთვის სესხად 210 მანეთი სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საპრემიო თხზულებების განსახილველ საისტორიო კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის განცხადება არჩილ ჯორჯაძის წიგნების გამოცემის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ზუბალაშვილების სახელობის ერთი სტიპენდია განთავისუფლდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობმა სექციამ წმინდა ნინოს უბნის სამკითხველოს 200 მანეთი გადასცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლისას თხოვნა ეგნატე ნინოშვილის საფლავზე ძეგლის დასადგმელად შეკრებილი თანხის ნაშთის მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1915 წლის პირველი იანვრიდან მომგებიან ბილეთებს სახელმწიფო ბანკი აღარ დააზღვევდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 მარტს აკაკი წერეთელი სასახლის ქუჩაზე, ქართულ თეატრთან, ტრამვაის ვაგონიდან გადმოსვლის დროს დაეცა. პოეტი გასინჯა ექიმმა შალვა მიქელაძემ.

