რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ვრცელდებოდა ხალხში, ისინი სწავლობდნენ წერა-კითხვას, სოფლებში საზოგადოების განყოფილებები სწორედ მათი დახმარებით იხსნებოდა. აქედან გამომდინარე, უსამართლობა იყო იმის თქმა, რომ მოსახლეობა არ იყო მზად საზოგადოების საქმეებში მონაწილეობის მისაღებად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მუშასთან შედარებით მატერიალურად ბევრად კარგ მდგომარეობაში იყო, მაინც უჭირდა 3 მანეთი საწევრო გადასახადის გადახდა და მუშას, რომელსაც მცირე შემოსავალი ჰქონდა უფრო მეტად გაუჭირდებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე თავმჯდომარემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საწევრო გადასახადის მანეთამდე შემცირების საკითხის გადასაწყვეტად ფარული კენჭისყრა გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ და სხვა წევრებმა საწევრო გადასახადის მანეთამდე შემცირების საკითხის ფარული კენჭისყრით გადაწყვეტა მოითხოვეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე წინააღმდეგი იყო კენჭი ეყარათ პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებისთვის, რომ გამგეობას შუამდგომლობა აღეძრა შესაბამის ორგანოებთან წესდების მეათე მუხლის შესაცვლელად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ირაკლი ამირაჯიბმა, ბალიაშვილმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და სხვა წევრებმა საწევრო გადასახადის შემცირების საკითხის გადასაწყვეტად კენჭისყრა მოითხოვეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოების საპატიო წევრი იყო ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.

