რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წელს გიორგი გვაზავამ ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის პროგრამის შემუშავებაში მონაწილოება მიიღო.
1904
ტიპი: თანამდებობა
1904 წელს ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის შექმნის ინიციატივა საადგილმამულო ბანკში შეკრებილმა საზოგადოებამ ერთხმად მიიღო. ილია ჭავჭავაძის ინიციატივით თავმჯდომარედ ივანე ზურაბიშვილი აირჩიეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 მარტის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველთა კომიტეტის განცხადება საზოგადო კრების მოწვევისა და მისი დღის წესრიგის შესახებ. ერთ-ერთი საკითხი ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ბანკის გამგეობის წევრთა მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევა იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის მარტის ჟურნალ „იმედში“ დაიბეჭდა სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „დამტვრეული ოცნებანი“, რომელშიც აღწერილია ამბავი ილია ჭავჭავაძის უდიდესი როლის შესახებ სამოციანი წლების ქართულ ლიტერატურაში.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 16 მარტს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძის სტატია „კატკოვის პასუხად“ გადაბეჭდა რუსულმა გაზეთმა „მოსკოვსკი ტელეგრაფმა“.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ექიმ გრიგოლ გაბაშვილის ლექციის წაკითხვის თარიღი დააზუსტეს.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 25 აპრილიდან პოლიციამ ილია ჭავჭავაძე საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანა. ამის მიზეზი ჟურნალების „ივერიისა“ და „იმედის“ გამოცემა, დამოუკიდებლობის მიღწევის სურვილი და ქართული პარლამენტის შექმნის იდეა იყო.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ილია ჭავჭავაძე დაუახლოვდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, რომელიც მოგიანებით დაუკავშირდა რუსეთის კონსტიტუციურ-დემოკრატიულ პარტიას. ამ კავშირის გამო ილია ჭავჭავაძემ მას „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია“ უწოდა.

