რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ვლადიმერ ომანის ძე ხერხეულიძეს საციხურში 5 დესეტინა და 600 კვადრატული საჟენი სამოსახლო ადგილი და ბაღი ჰქონდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გრიგოლ არწრუნმა თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 7 იანვარს ნიკოლოზ თომაშვილის საბენეფისოდ, გრიგოლ არწრუნის თეატრში წარმოადგინეს მისი პიესა „მაჭანკალი“.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე წინარეხის სკოლაში მიიწვიეს სპექტაკლზე „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, რომელშიც კაკოს როლს ამ სკოლის მოსწავლე მიხეილ ქეშელაშვილი ასრულებდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წინამძღვარიანთკარის სკოლისათვის ფინანსური დახმარების გაწევისა და ბათუმის ქალაქის სამმართველოს მიერ სკოლის ასაშენებლად მიწის გამოყოფის საკითხები.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე იმსჯელეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, „ბუნების კარი“ და „დავითიანი“ ასაკინძად სტამბას გადაეცა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ლექციების ჩასატარებლად დარბაზის გამოყოფის საკითხი განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, სახალხო მასწავლებლების მიერ ფოლკლორული ნიმუშების შეკრებასთან დაკავშირებით პეტრე უმიკაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის ინიციატივა განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ბათუმის სკოლის მასწავლებლად კაკაბეთის სკოლის პედაგოგ ზაქარია გულისაშვილის დანიშვნაზე იმსჯელეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სოფლის სკოლებისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებისა და ნივთების შესყიდვის ხარჯები დაამტკიცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალციხის ქალთა სკოლისთვის სახელმძღვანელოებისა და ავეჯის, ხოლო ახალქალაქის სკოლისთვის შენობის თანხის გამოყოფის საკითხები განიხილეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, სასოფლო სკოლათა ბიბლიოთეკებში წიგნების მოხმარებისა და კატალოგის შედგენის წესები დაამტკიცეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ყურადღება გაამახვილეს საყმაწვილო ჟურნალის გამოცემის აუცილებლობაზე.

