რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ნაკადულის“ რედაქციამ საზოგადოებას კუბიკური ანბანის გამოცემის უფლება მისცა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორბალოს მოსახლეობის თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ. მასწავლებლისთვის ჯამაგირი საზოგადოებას უნდა გადაეხადა, დანარჩენი ხარჯები – სოფელს. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და იროდიონ თომას ძე სონღულაშვილის თხოვნა ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ქართული ბიბლიოთეკისთვის ქართული გამოცემების გასაგზავნი ხარჯების საზოგადოების მიერ დაფარვის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აგვისტოდან სტუდენტ ტარას ნიჟარაძის სტიპენდია თავისუფლდებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პირველი აპრილიდან გერონტი ქიქოძის სტიპენდია განთავისუფლდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 ივლისს სიღნაღში იუზა ზარდალიშვილის თაოსნობით გაიმართა კომედიური წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ მარიამ ვიქტორელი და იოსებ გრიშაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 6 ივლისს შაქრო გომელაურის თაოსნობით მარტყოფის ბიბლიოთეკის დასახმარებლად ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა „ორი გმირი“ წარმოადგინეს.

