საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეგზადოვი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დანიშნეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიახინი ზაქათალის სასწავლებლის ინსპექტორიბიდან გაათავისუფლეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით გულისაშვილი სიღნაღიდან ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებელში მასწავლებლად გადაიყვანეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაია ლეჩხუმის მაზრის უფროსი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილის კობიაანთკარში მდებარე 27 დესეტინასა და 663 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანს ლეჩხუმში სახლი დაუწვეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ახვლედიანი ლეჩხუმის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 29 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ბარეულის მცხოვრებმა ნ. წულუკიძემ დამბაჩით თავი მოიკლა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ზაქათალის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ მიტარევსკი ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორობიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილისა და დავით, გიორგი და მიხეილ ანდრიას ძე კობიაშვილების მლაშეში მდებარე 86 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გრიგოლ ადამის ძე კობიაშვილს კობიაანთკარში 27 დესეტინა და 663 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით, მიხეილ და გიორგი ანდრიას ძე კობიაშვილების კობიაანთკარში მდებარე 31 დესეტინასა და 1550 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და სამოსახლო ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 აპრილს იბრაჰიმ-ბაგირ-ოღლიმ ყიაზიმ-სადიყ-ოღლი დანით მძიმედ დაჭრა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოს წევრი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს დავით, მიხეილ და გიორგი ანდრიას ძე კობიაშვილებს კობიაანთკარში 31 დესეტინა და 1550 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და სამოსახლო ადგილები ჰქონდათ.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის აპრილში თბილისში ეკატერინე თეოდორეს ასული ბიწაძე გარდაიცვალა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში გიორგი დავითის ძე ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი“ უნდა წარმოედგინათ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილი 15 წლის განმავლობაში ბლაღოჩინი იყო და სასულიერო სასწავლებელს ემსახურებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში ნინა ქიქოძისამ და კესარია ღლონტისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2-2 მანეთი შესწირეს, ანა თაყაიშვილისამ - მანეთი, ილია ჭყონიამ - 3 მანეთი, კოსტანტინე კვაშალიამ - 50 კაპიკი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოზურგეთში მოსიკო კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 50 კაპიკი შესწირა, კონსტანტინე თავართქილაძემ და რომანოზ დარჩიამ – 2-2 მან., პლატონ ბერიძემ და გრიგოლ ჭიჭინაძემ – თითო მანეთი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს რომანოზ დარჩია მღვდელი იყო

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ხვიტია ყაჩაღი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 აპრილს ლეონტი ზიბზიბაძემ საპყრობილიდან გაიქცევა სცადა. იგი გაქცევის დროს მდინარე ყვირილაში მოკლეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 16 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასყიდაშვილმა გორის ოქონის ღვთისმშობლის ძველი ეკლესია ხელახლა ააშენა.