რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს ვარლამ ბურჯანაძესა და გრიგოლ ბურჭულაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომამ ზაფხულში წიგნების საწყობის შემოწმება და სიის შედგენა დაავალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ხიდისთავის განყოფილების თხოვნა თეატრის ასაშენებლად 1 000 მანეთის გამოყოფის შესახებ. გამგეობამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის დამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ხიდისთავის განყოფილების თხოვნა წიგნების ფასდაკლებით მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქმის მწარმოებელ ვარლამ ბურჯანაძის თხოვნა საზოგადოების წესდების 500 ეგზემპლარის დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ 1000 წესდების დაბეჭდვა გადაწყვიტა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება თელავის სკოლისთვის მესამე მასწავლებლის მიწვევის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის დადგენილება წინარეხის სკოლისთვის 200 მანეთის ნივთების შეძენის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკებისა და სახალხო სამკითხველოების მომწყობი სექციის დადგენილება ზაფხულში სოფლებში სახალხო ლექციების ჩატარების შესახებ. ფუტკრებისა და ცხოველების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ადამიანთა კოოპერაციის შესახებ ლექციების წაკითხვა ილია ნაკაშიძეს დაავალეს, ხოლო საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ – ვარლამ ბურჯანაძეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქმისმწარმოებელ ვარლამ ბურჯანაძის თხოვნა ბიბლიოთეკა-სამკითხველოების დაარსებისა და გამგებლობის 300 ინსტრუქციის დაბეჭდვის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პიესის „მეუფე ურიათა“ თარგმანის ერთი ნაწილი კოტე მესხის ხელნაწერებში აღმოაჩინეს, დარჩენილ ნაწილს კი გრიგოლ ყიფშიძე გადათარგმნიდა და ჟურნალი მალე დაბეჭდავდა პიესას.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 15 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა განცხადება, რომ მსახიობი დ. რჩეულოვისა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივნისს ქართულ თეატრში ერთი კვირის დაგვიანებით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 15 ივნისს საქართველოს სცენის მოღვაწეთა 1-ელ ყრილობაზე, მე-8 დღეს, დრამატული კურსების პროგრამისა და წესების შესამუშავებლად აირჩიეს კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ვლადიმერ მესხიშვილი, ვახტანგ ღამბაშიძე, იოსებ გედევანიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი.

