საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი მიხეილის ძე ანდრონიკოვის მელაანში მდებარე 120 დესეტინასა და 476 კვადრატულ საჟენ ტყეს, თუთის ტყეს, სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს თეიმურაზ ფადეის ძე თაზიევს ხეკორძში 119 დესეტინა და 1680 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო, საბაღე და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თეიმურაზ ფადეის ძე თაზიევის ხეკორძში მდებარე 119 დესეტინასა და 1680 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე და საძოვარ ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 28 მარტს ექიმმა რუდკოვსკიმ პოლიციელების თანდასწრებით დუქნების დაათვალიერებისას 2 ფუთი გაფუჭებული თევზი და 15 გირვანქა ხორცი აღმოაჩინა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არხანგელსკი თბილისის სასულიერო სემინარიაში ღვთისმეტყველებისა და დიდაქტიკის მასწავლებლად დანიშნეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წელს გორის მაზრაში ტარიელ ტატიშვილი მოკლეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 31 მარტს ილია ნატროევი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 მარტს სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიამ ქუთაისში სასწავლებელი გახსნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის მიერ გამოცემული სურათებიანი საყმაწვილო წიგნი „პირუტყვების ამბები“ 25 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ნატროევს გრიგოლ ჩიტაევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას თავმჯდომარეობით გახსნილ სასწავლებელთან გახსნეს პანსიონი, რომლის სწავლის წლიური გადასახადი 250 მანეთს შეადგენდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისს ეგზარხოსი პავლე პალადი ვლადიკავკაზში ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ბაღდათის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დამხმარე გიორგი მელიტონის ძე კაპანაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრად დაინიშნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 აპრილს თბილისის საიმპერატორო სამკურნალო საზოგადოების 25 წლის აღსანიშნავ დღესასწაულზე ბაბაიანს ფილტვების ჭლექზე უნდა ესაუბრა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე საარქეოლოგო ინსტიტუტის საბჭოს თანამშრომლად და წევრად აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ზაალის ძე გოგობერიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სოფ. გოჩაჯიხაიშში მდებარე 8 დესეტინა და 2257 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 აპრილს თბილისის ქართულ თეატრში ანტონ ფურცელაძის „ავაზაკები“ უნდა წარმოედგინათ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის თავმჯდომარის თანაშემწედ აირჩიეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნარიმან როსტომის ძე ვარდოსანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ყვირილაში მდებარე ორსართულიანი სახლი და 132 კვადრატული საჟენი მიწა, რომელთაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს მელიტონ ანტონის ძე ბალანჩივაძემ ქუთაისში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრონიკა გრიგოლის ძე კანდელაკს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ყვირილაში მდებარე ორსართულიანი სახლი და 132 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ანდრიას ძე რუხვაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ყვირილაში მდებარე ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 256 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ბებეს ძე აგიაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სოფ. ტყაჩირში მდებარე 23 დესეტინა და 760 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ-სათესი, რომელთაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასწავლებელში, რომლის მმართველი იყო სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია, თვიური გადასახადი 6 მანეთს შეადგენდა.