საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89507

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ასლან ვახტანგის ძე წულუკიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თერჯოლაში მდებარე 27 დესეტინა და 2140 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აგრაფინა ბეკოს ასულ მაჭავარიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა სოფ. ტყაჩირში მდებარე 20 დესეტინა და 900 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე განყოფილების დამხმარე ისმაილ ივანეს ძე ხურამოვიჩი და მეოთხე განყოფილების მოსამართლის დამხმარე ანდრია თომას ძე ნოვაცკი ელიზავეტოპოლის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში არდაგანის ოლქის საგამოძებო განყოფილების ხელმძღვანელი ქსენოფონტ იოსების ძე ხარაიძე იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ტიმოთეს ძე ჯაყელი რაჭის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 ივლისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ამბროლაურის სკოლის პედადოგმა ტ. გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ჯაყელს, რომელმაც სკოლას გაზეთ „ივერიის“ ნომრები გაუგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 და 22 ივნისს ვასილ ქორიძემ გორში კონცერტები გამართა და შემოსული თანხის ნახევარი გორის საპატიმროს შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ბაღის პავილიონის მშენებლობის ზედამხედველობა ხარაზოვს მიანდეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ოზეროვმა ქუთაისის ბაღში პავილიონის აშენებაზე უარი განაცხადა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისს სოფიო თარხნიშვილის თაოსნობით ახალქალაქში გიორგი ერისთავის „თილისმის ხანი“ წარმოადგინეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავს დამბლა დაეცა და რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილმა შეარიგა ურიათუბნის მცხოვრებნი, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით ხშირად უსაფუძვლოდაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 აპრილს თბილისის კლუბში ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილმა ქართული სასულიერო მუსიკის კონცერტი გამართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პელაგია დიმიტრის ასულ სულთანოვის ქურთლარში მდებარე 65 დესეტინასა და 1240 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საძოვარ და საბოსტნე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ზაალ პავლეს ძე წინამძღვრიშვილს სიღნაღის მაზრაში 154 დესეტინა და 1015 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაალ პავლეს ძე წინამძღვრიშვილის სიღნაღის მაზრაში მდებარე 154 დესეტინასა და 1015 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ალექსანდრეს ასულ ფურცელაძის ხურვალეთში მდებარე 46 დესეტინასა და 1373 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს და საძოვარ ადგილებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხაილის ძე ტერ-შმოვანოვისას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ფოთში მდებარე ქვიტკირის დუქნები და 295 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს პელაგია დიმიტრის ასულ სულთანოვს ქურთლარში 65 დესეტინა და 1240 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, საძოვარი და საბოსტნე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს იოსებ ნიკოლოზის ძე კლიმიაშვილს მჭადიჯვარში 234 დესეტინა და 2330 კვადრატული საჟენი ტყე, ბაღები, სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იოსებ ნიკოლოზის ძე კლიმიაშვილის მჭადიჯვარში მდებარე 234 დესეტინასა და 2330 კვადრატულ საჟენ ტყეს, ბაღებს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა თამარა დავითის ასულ თარხან-მოურავის კავთისხევში მდებარე 124 დესეტინასა და 458 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ივანეს ასულ რუსიევის, ნატალია სოლომონის ასულ სუკაჩევის, მარიამ და მელანია სოლომონის ასულ რუსიევებისა და მათი ძმის, გიორგის, კურდღელაურში მდებარე 35 დესეტინასა და 75 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და საბაღე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ალექსანდრეს ასულ ფურცელაძეს ხურვალეთში 46 დესეტინა და 1373 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი და საძოვარი ადგილები ჰქონდა.