რეგისტრირებული ფაქტები89507
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების ხაზინადრად აირჩიეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილი ქართული დრამატული საზოგადოების მდივნად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 აპრილს ზ. ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ქუთაისში გამართულ სამუსიკო-სალიტერატურო საღამოში.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს თამარა დავითის ასულ თარხან-მოურავს კავთისხევში 124 დესეტინა და 458 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილი ჰქონდა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბდულა-აბას-ოღლი აკოფოვის მაღაზიიდან რევოლვერის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს პავლე სვეტლოვი ნეჟინის ლიცეუმში საღვთო წერილის მასწავლებლად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ როსტომის ასულ ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში მდებარე 2185 კვადრატული საჟენი ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭიჭინაძე ქუთაისში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საქართველოს ეგზარხოსმა პავლე რაევმა სიღნაღში არსებულ წმ. ნინოს სახელობის ტაძარს 170 მანეთი შესწირა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წელს მარგალიტა გიგინეიშვილმა ქუთაისის ქალთა წმ. ნინოს სასწავლებელში მასწავლებლის თანამდებობა თავისი ნებით დატოვა მოსკოვის ქალთა უმაღლეს კურსებზე წასასვლელად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 ივლისს გიორგი თამამშევის წისქვილის ქვეშ 2 ადამიანი დამხრჩვალი იპოვეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა პეტრე კარბელაშვილის „ქართული საერო და სასულიერო კილოები“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე დილის 9-დან 2 საათამდე, ხოლო საღამოს 5-დან 7 საათამდე მიხეილის ქუჩა N 32-ში იღებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბაზრის ზედამხედველმა ექიმ რუდკოვსკის ერთ-ერთი ფურნედან პური და ფქვილი მიუტანა შესამოწმებლად, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი სიმონის ძე ქუთათელაძის ხეობაში მდებარე 267 დესეტინასა და 1680 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ზაქარია გიორგის ძე ჯანიაშვილისა და ალექსანდრე ანტონის ძე ლოლიშვილის შავშვებში მდებარე 134 დესეტინასა და 130 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საბოსტნე და სათიბ ადგილებს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დიმიტრი როსტომის ძე საგინოვის მაწევანში მდებარე 260 დესეტინასა და 960 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, საძოვარ და სამოსახლო ადგილებს.

