საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87823

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 4 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გამგეობის თავმჯდომარის ამხანგად აირჩია კლიმენტი ლორთქიფანიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 4 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ 13 ივლისს გამგეობიდან გასული ნიკო ბერიძის მაგივრად მოიწვია კლიმენტი ლორთქიფანიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თბილისის გუბერნატორის კანცელარიას გაუგზავნა ორი 75-კაპიკიანი საგერბო მარკა. ეს იყო საფასური თელაველების განცხადებისა (N270), რომელიც ეხებოდა შილდაში სახალხო სეირნობის მოწყობის ნებართვის აღებას.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს აცნობა, რომ შილდაში სახალხო სეირნობის განმკარგავი და თელავის მაზრის ადმინისტრაციის წინაშე პასუხისმგებელი დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი იქნებოდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შილდაში სამკითხველოს სასარგებლოდ სახალხო სეირნობის გამართვის ნებართვა სთხოვა. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობის კანცელარიამ თბილისის გუბერნატორის კანცელარიას ამცნო, რომ მთავრმა გამგეობამ მიიღო იმ წლის 18 ივლისით დათარიღებული მოწმობა №1818, რომელიც ეხებოდა თბილისში ნორიოს აღმართზე საბაშვილის სახლში უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გახსნის ნებართვას. დოკუმენტს ხელს აწერს მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

უსახსროდ დარჩენილმა შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილმა 1913 წლის 1-ელ აგვისტოს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ გარდაცვლილი ბიძის ნაანდერძევი თანხიდან ათი თუმანი (100 მან.) მიეცათ სამსახურის შოვნამდე თავის გასატანად.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის აგვისტოში პავლე ხეთაგაშვილის სახლში საბურთალოზე კულტურული დაწესებულების დაარსების მსურველთა პირველი კრება გაიმართა, რომელსაც 10 ადამიანი ესწრებოდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის აგვისტოში პავლე ხეთაგაშვილის სახლში გამართულ პირველ კრებაზე გადაწყდა, დაეარსებინათ სცენისმოყვარეთა წრე – „საბურთალო“, რომელსაც საბურთალოზე რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე უნდა გაემართა წარმოდგენები.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის აგვისტოში იოსებ გოძიაშვილმა ქალთა გუნდი ჩამოაყალიბა.

1913

ტიპი: ნასამართლეობა

1913 წლის აგვისტოს ფილიპე ლორია ტრამვაიში გაფიცვის მოწყობისთვის დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 25 ივლისს პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის პრორექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში წარსადგენად გასცა მოწმობა N 8105 მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილზე, რომ ის ნამდვილად სწავლობდა პეტერბურგის საისტორიო-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

1913

ტიპი: ღონისძიება

სტუდენტმა კონსტანტინე გიორგის ძე კასრაძემ 1913 წლის 23 ივლისს თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას: სურდა მიეღო 10 თუმანი (100 მან.) ი. ს. გოგებაშვილისგან ნაანდერძევი ფულის ანგარიშში (თხოვნას ადევს გამგეობის დადებითი რეზოლუცია თანხის გაცემის შესახებ).

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 13 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობიდან თავისი სურვილით გავიდა ნიკო ბერიძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა ზუგდიდის განყოფილების 24 მაისის საზოგადო კრებისა და 25 მაისის გამგეობის წევრთა სხდომის ოქმები.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ 1900 წელს შილდაში საზოგადოების სახელზე გახსნილი ბიბლიოთეკის მდივნად თბილისის გუბერნატორმა დავით რევაზის ძე ვახვახიშვილი დაამტკიცა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა შუამდგომლობა თბილისის გუბერნატორთან 6 აგვისტოს სოფელ შილდაში სამკითხველოს სასარგებლოდ სეირნობის გამართვის თაობაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ზაქარია ჭავჭავაძე და მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ მოახსენა, რომ სოფელ შილდის სამკითხველო 1900 წელს იყო გახსნილი წერა-კითხვის საზოგადოების სახელზე. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ზაქარია ჭავჭავაძე და მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარი გამგეობა მხარს უჭერდა დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნას და ამ საკითხთან დაკავშირებით უსათუოდ აღძრავდა შუამდგომლობას პრინცესას წინაშე. ამასთან მთავარი გამგეობის თხოვნა იყო, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის პრინცესას ზუგდიდში დაბრუნების შესახებ.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საზოგადოების მიბარებულ ქონებას განაგებს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო წერა-კითხვის საზოგადოების სამ წარმომადგენელთან ერთად, რომლებსაც უფლება ეძლევათ თუ არ დაეთანხმებიან საბჭოს რომელიმე დადგენილებას მიბარებული ქონების შესახებ, წერა-კითხვის საზოგადოებაში აღძრან საკითხი და ორივე საზოგადოების შეერთებული კრება განიხილავს მას. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ სამუზეუმო ნივთების ჩაბარების შემდეგ საისტორიო საზოგადოებას გადასცეს თანხა, რომელიც მუზეუმ-ბიბლითეკისათვის აქვს განკუთნილი. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 4 ივლისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება სწერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ჩაიბარებს წერა-კითხვის საზოგადოების ყველა სამუზეუმო ნივთს, ნაბეჭდ და ხელნაწერ წიგნს, სიგელ-გუჯარს, სურათსა და ნუმიზმატიკურ კოლექციას. საისტორიო საზოგადოების მიერ ყველა ნივთი აღიწერება როგორც საერთო, ისე ცალკე დავთრებსა და კატალოგებში. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 3 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის გამგის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, საჭირო იყო წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარების შემოწმება და ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ნივთების სიის შედგენა, რასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდებოდა. მისი აზრით, წიგნსაცავი მკითხველთათვის ერთი თვით უნდა დახურულიყო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა ნიკოლოზ ღოღობერიძის ნების აღმსრულებლებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და ფილიპე გოგიჩაიშვილს სწერდა, რომ მის მიერ ანდერძით დანატოვარი ფულის გასაყოფად (მათსა და საისტორიო-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას შორის) დაენიშნათ მედიატორები და ფულის განაწილების საქმე მათ მინდობოდათ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 18 ივნისს მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული ენის წარმომავლობის შესახებ.