რეგისტრირებული ფაქტები89767
სორტირება თარიღი კლებადობით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 30 იანვარს, 19 საათსა და 45 წუთზე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდ პუანკარე საქართველოს სრულუფლებიან ელჩს, აკაკი ჩხენკელს მეუღლესთან ერთად სადილად ელისეს სასახლეში იწვევდა.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 18 იანვარს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სადილზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 30 იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს პარიზიდან გაუგზავნა ღია ბარათი, რომელიც მისი ვარაუდით ბახვში ნინოობას ჩავიდოდა და შეატყობინა, რომ მეუღლესთან ერთად დროებით ცხოვრობდა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, შემდეგ კი ბინას იქირავებდნენ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები გაეგზავნათ მისი მეუღლის ძმის, რენე ტუსენის სახელზე და შემდეგ მისამართზე – ბერნარდინის ქ, 26, პარიზი.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ გლეხები კომუნისტური პარტიის ღონისძიებებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევდნენ. ისინი ჩართულნი იყვნენ საარჩევნო კამპანიაში. ქვეყნის ზოგიერთ კუთხეში შეძლებული გლეხები ღარიბი მოსახლეობის ნაწილს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევდნენ.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ რუსეთში არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დამთავრებულიყო. ამ მიზნით ისინი „წმენდდნენ“ ორგანიზაციებს, არასასურველ პირებს აპატიმრებდნენ, სოფლის მცხოვრებთა დასაშინებლად ცენტრიდან აგიტატორებს გზავნიდნენ.
1929
ტიპი: ავტორობა
1929 წლის 8 იანვარს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ პირად რვეულში დაწერა, რომ საბჭოთა სახელმწიფოში პასუხისმგებლობას ყველა თავს არიდებდა. მოსკოვში პური და სურსათი „ბარათებით“ გაიცემოდა. მიუხედავად ბევრი მოწოდებებისა, დისციპლინა მუშებს შორის არ მყარდებოდა, რამაც მრეწველობის გაუარესება გამოიწვია.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წელს სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარი გამგეობის განკარგულებით, საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს შეუერთდა და ქრისტინე შარაშიძემ მუშაობა განაგრძო, როგორც ბიბლიოთეკარმა (მანამდე ის საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგე იყო).
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გააერთიანეს და ქრისტინე შარაშიძე ბიბლიოთეკრად დანიშნეს.

