რეგისტრირებული ფაქტები93611
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1865
ტიპი: გარდაცვალება
1865 წელს მოსკოვში გარდაიცვალა ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმის, კონსტანტინეს ქვრივი ბარბარე კუკოლევსკაია და ილიას 10 წლის ძმისწული სიმონი ობლად დარჩა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვახტანგ თულაშვილს ბათუმის სკოლის ასაშენებლად გეგმის შედგენა დაევალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, წიგნები, რომლებსაც ვერ ყიდულობდნენ, უნდა გადაეწერათ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის საოლქო სასამართლოს ნაფიცი ვექილის თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წესდების შემდგენელი კომიტეტის წევრად თელავის მაზრიდან.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 3 იანვრის შემდეგ ქართლში მოგზაურობისას მაკინე ამირეჯიბის სიმღერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ მას საჩუქრად გაუგზავნა თავისი ნაწერების ოთხტომეული წარწერით „რაც სიტყვას აკლდეს, ბუნებით, თქვენმა ხმამ შეასრულოსო“.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს სერგო დავითის ძე ჯაფარიძე რუსეთის იმპერიის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი იყო.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს გიორგი იორამის ძე თარხნიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი იყო.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 28 თებერვალს ივანე გიორგის ძე ბარათაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სათავადაზნაურო ბანკიდან 1500 მანეთის სესხად მიცემა სთხოვა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ალექსანდრე ვახვახიშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

