რეგისტრირებული ფაქტები90611
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს იური მიხეილის ძე ჭავჭავაძემ თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას 3 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 მაისს თბილისში ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი შაჰს, ნასერ ალ-დინის დახვდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილის სოღანლუღში მდებარე 153 დესეტინასა და 2041 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს პავლე დიმიტრის ძე ტატიშვილს ხოვლეში 20 დესეტინა სახნავ-სათესი და საბაღე ადგილები ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა პავლე დიმიტრის ძე ტატიშვილის ხოვლეში მდებარე 20 დესეტინა სახნავ-სათეს და საბაღე ადგილებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს არუთინ და ივანე მელქონის ძე არუთინოვებს ახალციხის მაზრაში 330 დესეტინა და 1200 კვადრატული საჟენი ტყე ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არუთინ და ივანე მელქონის ძე არუთინოვების ახალციხის მაზრაში მდებარე 330 დესეტინასა და 1200 კვადრატულ საჟენ ტყეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილს სოღანლუღში 153 დესეტინა და 2041 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები და საძოვრები ჰქონდა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლიდან შალვა მაღლაკელიძე მეორე მსოფლიო ომში გერმანულ არმიაში საბჭოთა სახელმწიფოს ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა და ბევრჯერ იყო დაჯილდოებული.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნ. ტერ-ნიკოღოსოვი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ი. გოგიბერიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 20 აგვისტოს ალექსანდრე გარსევანიშვილი მისივე თხოვნით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 12 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გორის სამაზრო ერობას სთხოვა ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგისთვის ეცნობებინა, რომ 3 ოქტომბრის N54 შუამდგომლობა დავით გიკაევის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სამინისტრომ არ შეიწყნარა. ხელს აწერენ მთავარგამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე და საქმისმწარმოებელი ჯ. გველესიანი.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო სიმონის ასულმა ანდრონიკაშვილმა ბაკურციხის მოსახლეობას სკოლის ასაშენებელი ადგილი და 100 თუმანი შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ქართულ-რუსული ლექსიკონი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 3 მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ნასერ-ალ-დინის დასახვედრად ემზადებოდნენ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორის მაზრის მცხოვრებ ღრმად მოხუცებულ ტასია ჯლანტიაშვილისას ახსოვდა ერეკლე მეფის ჯვრისწერა, იგი აცხადებდა, რომ დედოფალს ემსახურებოდა. ტ. ჯლანტიაშვილისა თავისი შთამომავლობის მეხუთე თაობას მოესწრო.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 28 აპრილს თბილისის პოლიციის პირველი განყოფილების ნაწილში 12 წლის დავით ხიზანაშვილი გარდაიცვალა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 18 აპრილს სოფ. ბეჟათუბანში ქვის ჩამოწოლის შედეგად ოსმალეთის ქვეშევრდომი მაჰმედ ფაშა-ოღლი დაიღუპა.

