საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87802

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: გრიგოლ ნესტორის ძე მიმინოშვილი, მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე, ევა გრიგოლის ასული მაღლაკელიძე, ნესტორ იოსების ძე მაღლაკელიძე, მარიამ ი.-ს ასული მაღლაკელიძე, ნესტორ იოსების ძე მილორავა, იაგორ იოსების ძე მილორავა, არსენ დავითის ძე მოლარიშვილი, გრიგოლ ამბაკოს ძე მახარაძე და სამსონ მარღანია.

1913

ტიპი: სტატუსი

1912 წლის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო ი. გ. შვილევი, მდივანი (იანვრამდე)– მღვდელი გიორგი ნათაძე, ხოლო იანვრიდან დროებითი მდივნის მოვალეობას ასრულებდა ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე.

1913

ტიპი: გარდაცვალება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების 1912 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გამგეობამ მონაწილეობა მიიღო იმ საზოგადო მწუხარებაში, რომელიც ეწია საქართველოს იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალების გამო და გადაიხადა პანაშვიდი (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ხახანაშვილის გარდაცვალებით გამოწვეულ საზოგადო მწუხარებაში: ადგილობრივ ქართველებთან ერთად ბესლანის სადგურზე შეეგებნენ ცხედარს და გვირგვინით შეამკეს კუბო. გამგეობის თავმჯდომარემ, შვილევმა, კუბოს ძვირფასი საფენი გადააფარა (ხელს აწერენ: დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე, მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლიდან ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი ერთი წელი ყვარლის სამინისტრო სკოლის მასწავლებელი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრთა სიის თანახმად, სოფიო დავითის ასულ კალანდარაშვილს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლის საწევრო – 12 მანეთი.

1913

ტიპი: განათლება

1912-1913 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქართულ სკოლაში სწავლობდა 190 მოწაფე – 123 ვაჟი და 67 ქალი, წლის ბოლოს დარჩა 149: სხვადასხვა საპატიო მიზეზის გამო (ძირითადად, უკიდურესი სიღარიბე – ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის უქონლობა, ავადმყოფობა) სწავლას თავი გაანება 41-მა მოწაფემ – 24-მა ვაჟმა და 17-მა ქალმა; სწავლის დასრულების მოწმობა მიიღო 17-მა მოწაფემ (მდივანი – ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს პავლე ქრისტეფორეს ძე მეფურნიშვილი და ვასილ ნიკოლოზის ძე ზირაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: განათლება

კავკავის ქართული სკოლის 1912-1913 სასწავლო წელი 178-დღიანი იყო: 1-ლი სექტემბრიდან 29 მაისის ჩათვლით; გაკვეთილების გაცდენის (7554 სთ) მიზეზი ძირითადად იყო - გზის სიშორე, ავადმყოფობა, ფეხსაცმლისა და ტანისამოსის უქონლობა, მშობელთა დაუდევრობა (ანგარიშს ხელს აწერს ვ. ბურჯანაძე).

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისმთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების მუდმივი წევრი იყო სოფიო ედიშერის ასული ვახვახიშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების სკოლის 1913 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, დიმიტრი დავითის ძე ჩოლოყაშვილი, მართა მიხეილის ასული კრუპენიკოვისა, ივანე ზურაბის ძე ბარკალაია და ვასილ ბერეჟიანი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ზაქარია ზაალის ძე მაჭავარიანი, ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ალექსი გიორგის ძე ლოლაძე და ივანე დავითის ძე ლომიძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი დავით იოანეს ძე გიუნაშვილი, ივანე ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი, თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძისა და მღვდელი იოანე დიმიტრის ძე აღნიაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, დავით მარკოზის ძე აბაშიძე, მიხეილ გიორგის ძე კულულაშვილი და მღვდელი ვასილ კანანაძე.

1913

ტიპი: განათლება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სცენისმოყვარეთა წრემ გამართა 6 წარმოდგენა, რომლებშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: თ. ფუასისა, ევგენი კაკაბაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ნატალია იოსელიანი, ტრიფონ შუბლაძე, გრიგოლ რაზმაძე, ალექსანდრე ჩხუბიანი, გრიგოლ გორდელაძე, ალექსანდრე ფრუიძე, ოლღა მოზდოკელოვი, ელენე ჩხუბიანი, ვასილ ქუმსიაშვილი, მიხეილ კანდელაკი, გრიგოლ მიხეილის ძე ხელაშვილი, მარიამ აგუნდიევა, სოფიო ჩიტაძე, მარიამ კობახიძე, იაკობ ვაშალომიძე, ვლადიმერ აფრიამოვი, ოლღა თაუროვი, კონსტანტინე კახიანი და სხვ.

პირები
წყარო

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი, ალექსი ანტონის ძე ჩიქოვანი, ნინო ხარიტონის ასული მთვარელიშვილი და გიორგი ისაკის ძე ჩხუბიანაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე მიხეილის ძე პაატაშვილი, ქრისტეფორე გიორგის ძე ბურჭულაძე, სვიმონ ალექსანდრეს ძე მაღრაძე, კონსტანტინე ფილიპეს ძე ყაზახაშვილი და ივანე იოსების ძე ევსტაფიევი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების საპატიო წევრები იყვნენ ეპისკოპოსი დავითი და ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სცენისმოყვარეთა წრის რეჟისორი იყო ევგენი კაკაბაძე, გამგეობის წევრები – თ. ი. ფუასისა, მარიამ ფუასისი, ვარლამ ბურჯანაძე, ტრიფონ შუბლაძე, გრიგოლ რაზმაძე.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, დავით პეტრიაშვილი, მარიამ ესტატეს ასული პაატაშვილისა, მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი და იოსებ ადამის ძე ქობულაშვილი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, ლონგინოზ ნიკოლოზის ძე ზაუტაშვილი, მღვდელი მიხეილ ესტატეს ძე ელიზბარაშვილი, ნინო დავითის ასული ვახვახიშვილი და ეკატერინე ალექსანდრეს ასული ერისთავისა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის პირველ იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს თელავის განყოფილების წევრები იყვნენ: მელქისედეკ სპირიდონის ძე კანდელაკი, მარიამ როსტომის ასული რცხილაძისა, დავით ივანეს ძე ძაძამიძე, გარსევან პავლეს ძე კურდღელაშვილი, დიმიტრი იოსების ძე გაგუნაშვილი.