საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87802

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წლის 7 ივლისს განყოფილების სასარგებლოდ გამართულა ეგრეთწოდებული „ჩითის საღამო“. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 7 ივლისს გამართული სეირნობიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას შეუვიდა 150 მანეთი და 88 კაპიკი. 1913 წელს ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ შემოწირულობის სახით სულ 202 მანეთი და 13 კაპიკი შეაგროვა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ, თავმჯდომარის ამხანაგმა კლიმენტი ლორთქიფანიძემ, გამგეობის მდივანმა ნიკო ბუკიამ და გამგეობის წევრებმა: გიორგი ხერხეულიძემ, კატო კედიამ და სოკრატე კეშილავამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას იოსებ გაბუნიამ, გრიშა გიგინეიშვილმა და კაჭარავამ თითო მანეთი შესწირეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას ერმინე ქანთარიამ 5 მანეთი შესწირა, იონა ბუკიამ და ილიკო თაყაიშვილმა კი — თითო მანეთი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას ივლონ და მაქსიმე ფიფიებმა, ასევე ვლადიმერ კეშელავამ ხუთ-ხუთი მანეთი შესწირეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წლის 7 ივლისს განყოფილების სასარგებლოდ გაიმართა საჯარო სეირნობა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1913 წლის განმავლობაში ჩატარდა 12 სხდომა. თერთმეტს დაესწრო გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, ათს – კატო კედია, ცხრას – ნიკო ბუკია. შვიდ-შვიდს – სოკრატე კეშილავა და გიორგი ხერხეულიძე, ხუთს – ნიკო ბერიძე, ოთხს – კლიმენტი ლორთქიფანიძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1913 წლის 24 მაისამდე ზუგდიდის გამგეობა შესდგებოდა 5 წევრისგან. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1913 წლის 24 მაისს ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე, გამგეობიდან გასული ანდრია პატარაიას სანაცვლოდ აირჩიეს ორი წევრი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ გაუგზავნა საფოსტო მარკა საპასუხო წერილისთვის.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ შეატყობინა, რომ რაღაც ხნის წინ მათთან ზუგდიდში იმყოფებოდა მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე, რომელსაც კეშილავამ სთხოვა ზუგდიდელებისთვის 30 ცალი ბიბლიოთეკის ინსტრუქციის გამოგზავნა. იმის მერე თითქმის თვე გასულიყო, ზუგდიდის განყოფილებას კი არც ინსტრუქციები და არც რამე ახსნა-განმარტების წერილი მიუღია მთავარი გამგეობისგან, არადა ზუგდიდელებს მეტად სჭირდებოდათ ეს ინსტრუქციები, რადგან ზუგდიდის მაზრის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად იხსნებოდა ბიბლიოთეკები. კეშილავა სთხოვდა ბურჯანაძეს წერილის მიღებისთნავე გამოეგზავნა ზუგდიდის განყოფილებისთვის ბიბლიოთეკების ინსტრუქციების 30 ნიმუში.

1913

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1913 წელს მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დააარსა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში; ჯუგაანშივე ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილის მაღაზიაში გახსნა სასწავლო ნივთების საწყობი. მაღაზიამ უფასოდ იკისრა სასწავლო ნივთებით ვაჭრობა განყოფილების სასარგებლოდ. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ფილიალის თავმჯდომარემ და მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს მღვდელი ეგნატე ყარამანის ძე მენთეშაშვილი, ვასილ მიხეილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე ვასილის ძე ნადირაშვილი, მღვდელი ივანე მენთეშაშვილი, იაკობ დავითის ძე მენთეშაშვილი, ალექსანდრე მიხეილის ძე მჭედლიშვილი და ოლღა მალხაზის ასული ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს გიგო მალხაზის ძე ლაპიაშვილი, სიკო გლახას ძე ჯანყარაშვილი, ნიკოლოზ ვასილის ძე მენთეშაშვილი, მოსე ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, ვასილ ქრისტეფორეს ძე ალადაშვილი, ზაქარია ილიას ძე ფაშალიშვილი, კოტე გიორგის ძე ნასრაშვილი და მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს მღვდელი ნიკოლოზ პაატას ძე მელექსიშვილი, რაჟდენ ზაქარიას ძე ჯალიაშვილი, სოლომონ გრიგოლის ძე კურცხალია, ნადეჟდა გრიგოლის ასული ჯანყარაშვილი, ივლიტა მიხეილის ასული მენთეშაშვილი, ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილი, გიორგი თევდორეს ძე ბერძნიშვილი და მიხეილ ივანეს ძე ჯანყარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: სპირიდონ ხუბულავამ, ივანე ადამის ძე ჯალაციანმა, ივანე მიხეილის ძე ჯაფარიძემ და სოლომონ ნესტორის ძე ჯიქიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ანტონ სტეფანეს ძე ხაბურზანიამ, პავლე ხარჩილავამ, თომა ხარჩილავამ და გიორგი მიხეილის ძე ხერხეულიძემ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: პავლე ჯათუს ძე ცქირიამ, გრიგოლ თეიმურაზის ძე ჭაჭიამ, ეკატერინე ტაგუს ასულმა ჭელიამ და ბარდღუ ხახუს ძე ჭოჭუამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ, გვანჯი ალექსის ძე ჩიქოვანმა, ნესტორ სიკოს ძე ცანავამ და ვლადიმერ მოსეს ძე ცინდავამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: იოსებ შანავამ, გრიგოლ შანავამ, პავლე მიხეილის ძე შელიამ და ჰუსეინ დურსუნ აღა შირინ-ოღლიმ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ათანასე ბახვას ძე ფიფიამ, ივლონ ნიკოლოზის ძე ფიფიამ, ფარნაოზ ნიკოლოზის ძე ფიჩხაიამ და ესტატე ქუჩულორიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ვლადიმერ კოსტას ძე ტყებუჩავამ, აქვსენტი ხახუს ძე ფაღავამ, ესმა მანუჩარის ასულმა ფაღავამ და მათე ასლანის ძე ფიფიამ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: მუხრან ნიკოს ძე რეკვავამ, გრიგოლ სამელიამ, ევგენი ალექსის ძე სიჭინავამ და ილარიონ ტოგონიძემ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საწევრო გადასახადი შეიტანეს: ბიკტორ მუხრანის ძე პაჭკორიამ, ბიჭია ჟვანიამ, ზინაიდა ივანეს ასულმა ჟორდანიამ და მარიამ ივანეს ასულმა ჟორდანიამ.