რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მერვე საექიმო ნაწილის ექიმს დაუდევს დასკვნა, სადაც იგი გიორგაძეს, როგორც უსარგებლო მუშაკს ახასიათებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ 1917 წელს სადგურზე „Елизаветпол“ გიორგაძეს მიუთვისებია ბილეთების შესაძენად გამოყოფილი თანხა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის აპრილში სადგურის „Елизаветпол“ აღმასრულებელმა კომიტეტმა გიორგაძეს მექრთამეობაში დასდო ბრალი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რკინიგზის საექიმო-სანიტარული ნაწილის კომისარ ნინუას უახლოეს თანაშემწედ და საექიმო-სანიტარული სამსახურის ფაქტიურ მმართველად დაუნიშნავს გიორგაძე, რომელიც არაერთგზის იყო მხილებული სხვადასხვა დანაშაულში და სამსახურებრივ გულგრილობაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ წილოსანი რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა მომსახურე პერსონალად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თ. ს. კაცი იყო დირიჟორი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 16 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტარიცკი განჯის გიმნაზიის დირექტორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდი გეგმავდა კავკასიის ვენახები შეესყიდა და ადგილობრივი ღვინო საზღვარგარეთ გასაყიდად გაეტანა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდს ესპანეთის ვენახები ჰქონდა შესყიდული და ღვინოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულის საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგინეს სამმოქმედებიანი კომედია „დავიდარაბა“ და ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბარაქალა მასწავლებელო“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძეს თავის ბენეფისზე ვერცხლის ყავადანი აჩუქეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Кавказ“-ის ცნობით მიხეილ იაკუბოვი და არტემ მოლდავანოვი 25 მანეთის გაყალბებისთვის ბათუმში დააკავეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანაშვილმა მოსკოვის რუმიანცევის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა საქართველოს შესახებ წიგნი, რომელშიც მოთხრობილი იყო საქართველოს მოკლე ისტორია და ამბები ერეკლე II დროიდან. წიგნი პეტერბურგში 1779 წელს დაიბეჭდა და 104 გვერდს შეიცავდა.

