საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90549

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1914 წლის ხარჯთაღრიცხვით მწერლების დასახმარებლად 240 მანეთი იყო გადადებული.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება მსახურებისთვის ხელფასების გაზრდის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის პირველ აპრილს სენაკის სკოლის გამგე პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მასწავლებლების ხელფასებისთვის სესხი – 500 მანეთი სთხოვა სამი თვით. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ერთაწმინდის სამკითხველოს ათი მანეთის წიგნები და გაზეთები გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის პირველ აპრილს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად დიდუბის სამკითხველოს 10 მანეთის წიგნები გადასცეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე სუმბათაშვილს ანგინის გამო ექიმებმა სცენაზე თამაში აუკრძალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი ვებერის პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“ სცენაზე დასადგმელად ნებართვის მისაღებად კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას სოხუმიდან ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა დესპინე ივანიძის სასარგებლოდ შეგროვებული 5.5 მანეთი გაუგზავნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში თერაპევტი ნ. ე. თიკანიძე პაციენტებს კიროჩნი ქუჩის №18-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ვასილ ურუშაძე შავი ზღვის დაბა-ქალაქებში გაემგზავრა მაისიდან წარმოდგენების გასამართად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში გურიის დაბა-სოფლებში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამოებზე გიორგი ნიორაძემ წაიკითხა ლექციები იაკობ გოგებაშვილისა და მისი პედაგოგიური იდეალების შესახებ, გალაკტიონ ტაბიძემ და გიორგი ქუჩიშვილმა – საკუთარი ლექსები და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაძის მეთაური წერილი „სათეატრო მუზეუმი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე ფრანგიშვილის წერილი „ცოტა რამ წმინდა ნინოს უბნის სამკითხველოს შესახებ“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის სტატია „ქართველ მწერალთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ჩხიკვაძის ლექსი „მჭედელი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დარია ახვლედიანის მოთხრობა „ძეგლი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „კისკისი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „შებოჭილი არტისტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „ჩვენი მწერლობა და მთარგმნელნი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბეგლარ ახოსპირელის ლექსი „ანდერძი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის წერილი „სიმპატიური განზრახვა“ კოტე ყიფიანის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი გვაზავას სტატია „დიდებული ქართველი მოცეკვავე“ (ელენე ჩერქეზიშვილი).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 6 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ V ნაწილი.