რეგისტრირებული ფაქტები87770
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ა. მელიქოსეფიანი სომხეთის სოციალ-დემოკრატ მუშათა პარტიის წევრი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 თებერვალს სომეხ მსახიობსა და მწერალს ჰოვანეს ტერ-გრიგორიანცს თბილისის სომხური დრამატული საზოგადოება არტისტულ თეატრში 50 წლის იუბილეს უმართავდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 28-ე სხდომას დაესწრნენ: ვალერიან ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის თებერვალში განზრახული იყო ლეონიდ სობინოვის გასტროლები, რომელსაც იალტიდან ელოდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონიდ სობინოვი მომღერალი იყო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასული ოსიტაშვილი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 9 თებერვალს დაბა ფასანაურში მაგდალინა იოსების ასულ ოსიტაშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ დადიანი ქ. თბილისის ხმოსანი იყო.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვალს ელენე იულონის ასულ დადიან-წულუკიძისას ქუთაისში საკუთარი სახლიდან (ივანოვის ქუჩა) გამოასვენებდნენ, წირვას გადაიხდიდნენ ქუთაისის კათედრალურ ტაძარში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა გრიგოლის ასული დადიანისა იოსებ იულონის ძე დადიანის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
სასამართლოს პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია 1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოტანილ დადგენილებაში განმარტავდა, რომ ნაფიც ვექილთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ აზნაურებს, გლეხებს, ხელოსნებს, საპატიო და მდაბიო მოქალაქეებს.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეკატერინე იოსების ასული დადიანი ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძის დისშვილი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს 19.30 საათზე, ვერის დაღმართზე ცირკი „კრისტენსი“ მართავდა 37 დღიან საერთაშორისო ფრანგ მოჭიდავე ჩემპიონთა შეხვედრებს, მონაწილეობდნენ: სახელგანთქმული ა. მატოვი, აპოლონ სტაროშვილი იჭიდავებდა ნეიზვესტნის წინააღმდეგ, საშო ვერელი – გეპტა ალის წინააღმდეგ. დაწესებული იყო პრემია 30 000 მან.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 7 თებერვალს გრიგოლ (კუკულია) ალექსანდრეს ძე გელოვანს ბაქოდან ქუთაისში ჩამოასვენებდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 8 თებერვალს გრიგოლ (კუკულია) ალექსანდრეს ძე გელოვანს ქუთაისში საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

