საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის თეატრალური დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ფაცია და აგრაფინა ბახტაძეები, მარო ბალანჩივაძე, ლუბა ჩხენკელისა და სხვ.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წლის ზაფხულში, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს პოდპორუჩიკი სიმონ გიორგის ძე რატიშვილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ზაფხულში სილოვან ხუნდაძის ლექსები დაიბეჭდა, მაგრამ ცენზურის გამო მათი გაყიდვა დროებით შეაჩერეს.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ტ. გეგელია, ვლადიმერ ზაალის ძე ნადარეიშვილი, რაჟდენ ნიკოს ძე წივწივაძე, ივანე თევდორეს ძე ჭავჭანიძე და სხვ.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში, პირველ მსოფლიო ომში, დაიჭრნენ კორნეტი ლუკა თარხნიშვილი, პოდპორუჩიკი კონსტანტინე სოლომონის ძე ჯავრიშვილი, პორუჩიკი კონსტანტინე არჩილის ძე მაღალაშვილი, კაპიტანი ილია ხუციშვილი და პორუჩიკი კონსტანტინე გურგენიძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს სოლომონ ისრაელის ძე პრესმანი ახალი კლუბის ორკესტრის სოლისტი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ყაზანში მიწვეულ ივანე სარაჯიშვილსა და ივანე პეტრეს ძე ფალიაშვილს ომიანობის გამო შეთავაზებული ანაზღაურება გაუნახევრეს, ამიტომ მათ წასვლაზე უარი თქვეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დავით კარბელაშვილმა ამირანის ლეგენდის მიხედვით დაწერა პიესა „ამირანი“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს კაპიტანი ნ. იმნაძე.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს კაპიტანი ა. კ. ჭიჭინაძე.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს კაპიტანი ლევან გრიგოლის ძე გაბაშვილი.

1914

ტიპი: გარდაცვალება

1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, მოკლეს პორუჩიკი ილია რცხილაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს შიო დავიდოვმა დაწერა პიესა „ფარნაოზ არმაზელი“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში, დაჭრეს პორუჩიკები ა. კ. ფარესიშვილი და ა. რ. მიქელაძე.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ლევან ჩერქეზიშვილი თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაფასებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს მიხეილ ბოჭორიშვილმა ქართულად თარგმნა კნუტ ჰამსუნის რომანი „შიმშილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს მიხეილ ბოჭორიშვილმა დაწერა ოთხმოქმედებიანი პიესა „ვნების ბრჭყალებში“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მსახიობმა იოსებ ივანიძემ თავისი ბიბლიოთეკა, ხელნაწერი და ნაბეჭდი პიესები ქართულ დრამატულ საზოგადოებას შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ნინო ორბელიანისამ გადაწყვიტა, თავისი თხზულებების კრებული გამოეცა და შემოსავალი (ხარჯის გარდა) ომში დაზარალებულთა ოჯახებისთვის გადაეცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის შემოდგომაზე სახალხო თეატრმა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული სერგო ევლახიშვილს, ქართულ დასს წარმოდგენების გასამართად ღამეში 450 მანეთი მოსთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იოსებ გედევანიშვილმა თავის პიესებში აღებული ჰონორარი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გადასცა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ოქტომბერში გიორგი მაღრაძემ ქართულად თარგმნა შნიცლერის პიესა „საქმრო“.

1914

ტიპი: გარდაცვალება

პოლკოვნიკი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე მოკლეს 1914 წელს, I მსოფლიო ომში.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპორუჩიკი დიმიტრი ჩრდილელი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სვიმონ ყიფიანმა პიესა „ხულიგანი“ დაწერა.